Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწიაღის შესახებმუხლი 8

წიაღის შესახებ

მუხლი 8. მიწის მინაკუთვნი

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამთო მოპოვებაენერგიის განაწილებაუძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტს წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობს, ფუჭი ქანის სანაყაროს, აგრეთვე კუდის ან სხვა ნარჩენის განთავსების ადგილს. იგი სარეკულტივაციო მიწებს განეკუთვნება. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესებისა და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში, როგორც წიაღის ფონდის მიწა, რის შემდეგაც იგი საჯარო რეესტრში აღირიცხება. წიაღის ფონდის მიწაზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობის განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი წიაღით სარგებლობისთვის არ გამოიყენება. თუ წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე წიაღით სარგებლობა არ დაწყებულა, შესაძლებელია შესაბამისი მიწის ფართობით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწის საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული წიაღით სარგებლობის ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე.

2.მიწის მინაკუთვნის ზომებს და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

3.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №495 ).

4.(ამოღებულია).

5.წიაღით სარგებლობის დასრულებისას ან წიაღით სარგებლობის სხვა მიზეზით შეწყვეტისას, თუ არ არსებობს წიაღით შემდგომი სარგებლობის პერსპექტივა, სარეკულტივაციო სამუშაოების  ჩატარება ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33 საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3890 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ.,მუხ.432 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1676 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №557 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 16 მაი. 2025
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2021
  3. 14 დეკ. 2017
  4. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-8 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულია სამინისტროს გადაწყვეტილების მიღება მიწის მინაკუთვნის გაუქმებისა და მესაკუთრისათვის რეკულტივირებული სახით დაბრუნების შესახებ. პუნქტში დარჩა წიაღით მოსარგებლისთვის სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისები.

  5. 22 დეკ. 2010

    მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადებაში კანონის სახელწოდებით მითითება შეიცვალა მითითებით „ამ კანონი“; მიწის მინაკუთვნის განკარგვა და გამოყენება ამ კანონით დადგენილი ნორმებისა და წესების შესაბამისად ხორციელდება.

  6. 11 ივლ. 2005

    მე-2 პუნქტიდან ამოღებულია შეთანხმების მოთხოვნა, მე-3 პუნქტში მესაკუთრის უპირატესობა თანაბარ პირობებს დაუკავშირდა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების გამონაკლისი და კონკურსის წესი ამოღებულია, ხოლო მე-4 პუნქტი მთლიანად გაუქმდა.

  7. 18 მაი. 2005

    მე-8 მუხლის პირველ პუნქტში დეტალურად განისაზღვრა მიწის მინაკუთვნის შემადგენლობა, დაწესების, რეგისტრაციისა და გაცემის წესი; მე-3 პუნქტში განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე მესაკუთრის უპირატესი უფლება გამოირიცხა და დაწესდა კონკურსი.

  8. 1 ოქტ. 2002· გამოქვეყნდა 21 მარ. 2002

    მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მიწის მინაკუთვნი მიბმულია სახელმწიფო საკუთრების მიწებზე და წიაღის სახელმწიფო ფონდზე, მე-2 პუნქტში შეთანხმების ადრესატები შეიცვალა, მე-3 პუნქტში დაემატა წიაღისეულის არსებობა, ხოლო მე-4 პუნქტი და ახალი მე-5 პუნქტი აწესებს გაცემის გამონაკლისებს, უფლების მოპოვებასა და რეკულტივაციის წესს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მოსავლის უზრუნველყოფა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მილსადენის სერვიტუტებისერვისის გვერდი
  • მინერალური უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №22

  • 8 ცვლილება · ბოლო 16 მაი. 2025
  • 12 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 39

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წიაღის შესახებ

  • 7სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნი
  • 6წიაღით სარგებლობა
  • 23აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 6საქართველოს მიწის ფონდი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 9უპირატესობა და შეზღუდვა სახელმწიფო მიწის იჯარით აღებისას
  • 4სახელმწიფო მიწით სარგებლობა და მისი გასხვისება

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 3კანონის რეგულირების სფერო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 47მიწა და ბუნებრივი რესურსები

წყლის შესახებ

  • 8წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 56წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 34მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9432475634397623868
მითითებამნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებმიწის მიზნობრივი დანიშ…სახელმწიფო საკუთრებაში…ფიზიკური და კერძო სამა…სახელმწიფო საკუთრებაში…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026