Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 16

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 16. ეთიკის წესები და დამოუკიდებლობა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ბუღალტერიასმარტ კონტრაქტის დეველოპმენტიშერწყმა და შეძენაპოლიტიკის შემუშავებახელოვნური ინტელექტის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.სერტიფიცირებული ბუღალტერი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია პროფესიული მომსახურების განხორციელებისას დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code) (შემდგომ – პროფესიული ეთიკის კოდექსი).

2.პროფესიული ეთიკის კოდექსის სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მისი განახლებიდან 6 თვის ვადაში. სერტიფიცირებულ ბუღალტერს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ კოდექსის მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.

3.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს აუდიტორული მომსახურების შედეგებზე, იმ სუბიექტისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომელსაც იგი აუდიტორულ მომსახურებას უწევს. ამასთანავე, იგი არ უნდა მონაწილეობდეს ამ სუბიექტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მოთხოვნა მოქმედებს ფინანსური ანგარიშგების საანგარიშგებო პერიოდსა და აუდიტორული მომსახურების განხორციელების პერიოდში.

4.აუდიტორული ფირმის პარტნიორები/აქციონერები, აგრეთვე აუდიტორული ფირმისა და მასთან დაკავშირებული საწარმოს მმართველობითი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ისე არ უნდა ჩაერიონ აუდიტორული მომსახურების პროცესში, რომ გარიგების პარტნიორის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას საფრთხე შეექმნას.

5.აუდიტორული მომსახურების განხორციელებისას აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ წერილობით ან ელექტრონულად უნდა ასახოს ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას, და მათი შემცირებისათვის გამოყენებული მეთოდების თაობაზე.

6.დაუშვებელია, სუბიექტისათვის  აუდიტორული მომსახურების გარდა, სხვა პროფესიული მომსახურების გაწევა განსაზღვრავდეს ან გავლენას ახდენდეს აუდიტორული მომსახურების ანაზღაურებაზე. აუდიტორული მომსახურების ანაზღაურებას არ უნდა განსაზღვრავდეს რაიმე სახის პირობა ან/და გარემოება.

7.აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება, სუბიექტისაგან და მისი თანამშრომლისაგან მიიღოს ან მათ გადასცეს მატერიალური ან/და არამატერიალური საჩუქარი ან/და სარგებელი, რომლის ღირებულება შეიძლება აღქმულ იქნეს იმ ზღვრის გადაჭარბებად, რომელიც დასაშვებია საქმიანობის პრაქტიკისა და კონკრეტული გარიგებისათვის. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დამტკიცებული უნდა ჰქონდეს დამკვეთებთან ურთიერთობაში ჩუქების პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება პროფესიული ეთიკის კოდექსს.

8.აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება, სუბიექტს გაუწიოს აუდიტორული მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, მის სისტემაში არსებულ პირებსა და იმ ფიზიკურ პირს შორის, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს აუდიტორული მომსახურების შედეგებზე, ფინანსური, პიროვნული, საქმიანი, შრომითი ურთიერთობით ან/და სხვა არსებული ან შესაძლო სამომავლო ურთიერთობით გამოწვეული ინტერესთა შეუთავსებლობის ან მუქარის გამოყენების საშიშროება, რომლის საფუძველზედაც ობიექტურმა, ინფორმირებულმა და გონიერმა მესამე პირმა შეიძლება დაასკვნას, რომ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. 8 1 . აუდიტორს არ აქვს უფლება, შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, თუ იგი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე აუდიტორულ მომსახურებას უწევს/უწევდა მედიაციის მხარეს.

9.ამ მუხლის მიზნებისათვის ფინანსურ ურთიერთობად ჩაითვლება აუდიტორის/აუდიტორული ფირმისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ იმ სუბიექტის წილების/აქციების, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ფლობა, რომელსაც ის აუდიტორულ მომსახურებას უწევს, ან რომლის ფინანსურ შედეგებზე გავლენის მოხდენა სხვა საშუალებებით შეუძლია, გარდა საინვესტიციო ფონდის შუამავლობით არსებითი არაპირდაპირი ფლობისა. ფინანსურ ურთიერთობად ჩაითვლება ასევე ამ სუბიექტთან დაკავშირებული სხვა სუბიექტის წილების/აქციების, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ფლობა, თუკი აღნიშნულმა შეიძლება ინტერესთა შეუთავსებლობა გამოიწვიოს.

10.ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება იყოს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან სუბიექტის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას და სუბიექტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი და საფუძვლები წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული.

11.აუდიტორს/გარიგების პარტნიორს ეკრძალება, აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში, სდპ-ის შემთხვევაში – 2 წლის განმავლობაში გახდეს: ა) იმ სუბიექტის მმართველობითი ორგანოს მნიშვნელოვანი წევრი, რომელსაც აუდიტორული მომსახურება გაეწია; ბ) იმ სუბიექტის აუდიტის კომიტეტის წევრი ან მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანოს წევრი, რომელსაც აუდიტორული მომსახურება გაეწია; გ) იმ სუბიექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელსაც აუდიტორული მომსახურება გაეწია.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასაქმებულზე, აუდიტორული ფირმის პარტნიორზე/აქციონერზე და იმ ფიზიკურ პირზე, რომლის საქმიანობაც ექვემდებარება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მართვას/კონტროლს, თუკი ისინი არიან აუდიტორები, მათ მიერ აუდიტორის ფუნქციების განხორციელების დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში.

13.საანგარიშგებო პერიოდში სუბიექტის სხვა სუბიექტთან შერწყმის (გაერთიანების, მიერთების) შემთხვევაში აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა შეაფასოს შერწყმის (გაერთიანების, მიერთების) შედეგად წარმოქმნილ სუბიექტთან დაკავშირებული ინტერესები და ურთიერთობები, რომლებმაც აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ დაუყოვნებლივ, მაგრამ აღნიშნული შედეგის დადგომიდან არაუგვიანეს 3 თვისა, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრისათვის ან იმ ურთიერთობების შეწყვეტისათვის, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას.

14.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტორული მომსახურების განხორციელების დაწყებამდე ან გაგრძელებამდე შეამოწმოს და წერილობით ან ელექტრონულად ასახოს და დაადასტუროს ინფორმაცია: ა) მის მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების შესახებ; ბ) იმ რისკების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას, და მათი შემცირებისათვის მიღებული ზომების თაობაზე; გ) კვალიფიციური დასაქმებულების, დროისა და რესურსების არსებობის შესახებ, რომლებიც საჭიროა სათანადო ხარისხის აუდიტორული მომსახურების განსახორციელებლად; დ) გარიგების პარტნიორის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ – აუდიტორული ფირმის შემთხვევაში.

15.სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება შეიძლება დაიდოს არანაკლებ 2 წლით და არაუმეტეს 10 წლით. სდპ-ის პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით ჩატარებულ საჯარო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში 10-წლიანი ვადა შესაძლებელია დამატებით 10 წლით გაგრძელდეს. კანონით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ აუდიტორულ ფირმასთან ხელახალი გარიგება შეიძლება დაიდოს არანაკლებ 4-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აუდიტის ჩატარების მოთხოვნა შეუსრულებლად ჩაითვლება. აუდიტორულმა ფირმამ უნდა უზრუნველყოს გარიგების პარტნიორისა და სხვა საკვანძო პერსონალის შიდა როტაცია არანაკლებ 7 წელიწადში ერთხელ, თითოეული სდპ-ის მიმართ, რომელსაც ის ემსახურება.

16.ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სამსახური დააკისრებს პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით. აუდიტის ჩატარებისას ამ მუხლის მე-8, მე-11, მე-12 და მე-15 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტი შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდისთვის განმეორებითი აუდიტის ჩატარებას უზრუნველყოფს, ხოლო სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაცულად ითვლება. განმეორებითი აუდიტის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს სამსახური. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4959 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სტანდარტები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • M&A დიუ დილიჯენსი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ყოველთვიური ბუღალტერია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოების აუდიტისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 28მუხლი 24მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 10მოთხოვნები პროფესიული ორგანიზაციის მიმართ
  • 14აუდიტორული მომსახურების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
  • 19ხარისხის უზრუნველყოფა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 32¹სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 19შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 17შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 9დამოუკიდებელი ექსპერტი

ადვოკატთა შესახებ

  • 5ადვოკატის მოვალეობები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 22აუდიტი

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 5დოკუმენტები და ჩანაწერები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 70ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აუდიტორის ვალდებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
532¹1928242610141952297017516
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…სახელმწიფო აუდიტის სამ…სახელმწიფო შიდა ფინანს…საჯარო შესყიდვების შეს…შენობების ენერგოეფექტუ…ადვოკატთა შესახებ

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო