Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინოვაციების შესახებმუხლი 2

ინოვაციების შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2025
თემები:სხვა არამატერიალური აქტივების შეფასებასხვა მოძრავი ქონების შეფასებაინტელექტუალური საკუთრების შეფასებასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაბრენდის და გუდვილის შეფასებაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინოვაცია – ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება, რომელიც შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის: ა.ა) ინოვაციური პროდუქტი – ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებას; ა.ბ) ინოვაციური პროცესი – წარმოების ან მომსახურების ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეთოდის გამოყენება, რომელიც პირისთვის არის სიახლე ან გაუმჯობესება, იმის მიუხედავად, ეს პროცესი სხვა პირის მიერაა შექმნილი თუ არა; ა.გ) ორგანიზაციული ინოვაცია – მენეჯმენტის სტრუქტურის ან მეთოდის ახალი ან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მიმართულია ორგანიზაციაში პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ან/და ცოდნის გამოყენების გაუმჯობესებისკენ ან ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისკენ; ა.დ) ინოვაციური მარკეტინგი – მარკეტინგის ახალი მეთოდის გამოყენება, მათ შორის, პროდუქტის დიზაინისა და შეფუთვის და ამ პროდუქტის პოპულარიზაციისა და შეთავაზების მნიშვნელოვანი ცვლილებები; ბ) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შესაქმნელად; გ) ინოვაციური საქმიანობის სუბიექტი – პირი, რომელიც ინოვაციურ საქმიანობას ახორციელებს; დ) ინოვაციური პროექტი – პროექტი, რომლის მიზანია ინოვაციური საქმიანობის განხორციელება; ე) (ამოღებულია - 24.06.2025, №718); ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №718); ზ) ინოვაციის კომერციალიზაცია – ინოვაციის პრაქტიკული გამოყენება, რომელსაც დადებითი ეკონომიკური ან სოციალური ეფექტი აქვს; თ) ინოვაციების ეკოსისტემა – ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების სისტემების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფოს, საგანმანათლებლო, სამრეწველო, სამეცნიერო და კერძო სექტორების თანამშრომლობას და მიმართულია სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის შექმნისაკენ, განვითარებისაკენ, გავრცელებისა და გამოყენებისაკენ ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. ი) ტექნოლოგიური პარკი − ინფრასტრუქტურული სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებს ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს უწევს; კ) აქსელერაცია − ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტის სამუშაო სივრცით უზრუნველყოფას, აგრეთვე მისი ბიზნესიდეისა და მოდელის განვითარებასა და დახვეწას და საჭიროების შემთხვევაში კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტიციის განხორციელებას; ლ) ტექნოლოგიების გადაცემა − ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ კომერციული სარგებლის მიღების მიზნით ტექნოლოგიის/ინოვაციის გამოყენებისა და დანერგვის უფლების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირისთვის გადაცემას; მ) ინოვაციების ინფრასტრუქტურა − ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო პირების მიერ შექმნილი ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიურ პარკებსა და აქსელერატორებს, აგრეთვე ტექნოლოგიების გადაცემას და სხვა მექანიზმებს; ნ) ინოვაციების რეესტრი − მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსების მქონე სუბიექტების შესახებ, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების, ანგელოზ ინვესტორთა ქსელებისა და აქსელერატორების შესახებ; ო) ფინანსური წელი − ამ კანონის მიზნებისთვის − დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 27 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივნ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეფექტური პროდუქტი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ღირებულების შეფასება (Brand Valuation)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დომენური სახელების და ციფრული აქტივების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირადი ტექნიკის გამოყენების წესი (BYOD)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2025 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13²ტერმინთა განმარტება
  • 88ტერმინთა განმარტება
  • 4ტერმინთა განმარტება

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁵ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 30ინოვაციური პარტნიორობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363²⁵213²884323323022
მნიშვნელობით ახლოსენერგოეტიკეტირების შეს…ინფორმაციის ერთიანი სა…პროდუქტის უსაფრთხოების…კონკურენციის შესახებელექტრონული კომერციის …ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026