Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომერციის შესახებმუხლი 2

ელექტრონული კომერციის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023
თემები:პლატფორმის შესაბამისობასაგადასახადო შეღავათიSaaSტელეკომუნიკაციებიDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვამომხმარებელთა დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება − მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების ელექტრონული საშუალებებით, დისტანციურად გაწევა: ა.ა) მომსახურების დისტანციურად გაწევა − ელექტრონული საშუალებებით მომსახურების მხარეთა ერთდროულად დაუსწრებლად გაწევა; ა.ბ) ელექტრონული საშუალებები − ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისა (ციფრული შეკუმშვა და სხვა) და შენახვისთვის და რომლებითაც ხორციელდება მომსახურების დანიშნულების ადგილზე გადაცემა და მიღება სადენების (მათ შორის, ოპტიკური სადენების), რადიოტალღების  ან  სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებების გამოყენებით; ა.გ) მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების მიწოდება − მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად მომსახურების ელექტრონული საშუალებებით მიწოდება; ბ) კომერციული შეტყობინება − საქონლის ან/და მომსახურების ელექტრონული საშუალებებით შეთავაზება ან შეტყობინება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობს საქონლის, მომსახურების ან/და ფიზიკური ან იურიდიული პირის პოპულარიზაციას; გ) მომსახურების მიმწოდებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას ახორციელებს; დ) მომსახურების მიმღები: დ.ა) ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას პროფესიული ან სხვა მიზნებისთვის (მათ შორის, ინფორმაციის საძიებლად ან მისი ხელმისაწვდომობისთვის) იყენებს; დ.ბ) ფიზიკური პირი, რომელიც პირადი მიზნებისთვის, თავისი ბიზნესსაქმიანობის ან სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობის მიღმა მოქმედებს; ე) შეკვეთა − მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის წარდგენილი მოთხოვნა საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის ან/და მიწოდების თაობაზე; ვ) ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალება − ელექტრონული კომუნიკაციების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა შორის ინდივიდუალური კავშირის დამყარებასა და ინფორმაციის/შეტყობინების გაცვლას/გაზიარებას; ზ) შუალედური მომსახურების მიწოდება − შემდეგი სპეციფიკური საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიწოდება: ზ.ა) ინფორმაციის გატარება − ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარება ან საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფა; ზ.ბ) ქეშირება − საკომუნიკაციო ქსელით ინფორმაციის ავტომატური, შუალედური და დროებითი შენახვის მომსახურება, რომლის საშუალებითაც ეს ინფორმაცია ინტერნეტში ეფექტიანად ვრცელდება; ზ.გ) ჰოსტინგი − ინფორმაციის სერვერზე განთავსებისთვის სივრცის გამოყოფის მომსახურება; თ) ელექტრონული ხელშეკრულება − ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული საშუალებებით დადებული ხელშეკრულება; ი) სააგენტო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო; კ) ფაქტობრივი ცოდნა − სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილებების საფუძველზე მიღებული ცოდნა ინფორმაციის ან ქმედების უკანონოდ ცნობის შესახებ ან შესაძლო უკანონობის თაობაზე; ლ) განმცხადებელი − პირი, რომელიც სააგენტოს მიმართავს მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ ამ პირის ინტერესს. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3755 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. თავი II საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IT მომსახურების ხელშეკრულებები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯანდაცვის სტარტაპის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სოციალურ მედიაში ცილისწამება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-11-29 · №1

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-11
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საავტორო და მომიჯნ… 58მუხლი 9მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
583231¹22224433982
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ელექტრონული კომერციის …ელექტრონული კომუნიკაცი…მომხმარებლის უფლებების…ლიცენზიებისა და ნებართ…ელექტრონული დოკუმენტის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ნოე. 2023