საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 21². ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნები.

2.სააგენტო ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის განაცხადის საფუძველზე ახორციელებს აღნიშნული მწარმოებლის იდენტიფიკაციასა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვას.

3.ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება დეკლარაციის საფუძველზე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით.

4.ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი აღირიცხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.

5.ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიმართ მოთხოვნები და დეკლარაციის პირობები, ფრენის სახეობიდან გამომდინარე, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 ოქტ. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 21 ნოე. 1996 – 24 ოქტ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
110111²33744³1722257267¹5 (და…21321²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…სამშენებლო პროდუქტების…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა