Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 337

საზღვაო კოდექსი

მუხლი 337

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:საზღვაო უსაფრთხოებასაერთაშორისო საზღვაოსაზღვაო ეკიპაჟისაზღვაო გადაზიდვების სამართალიმგზავრის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემთმფლობელის პასუხისმგებლობა მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათი სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, განისაზღვრება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. ესენია: ა) მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან (ნავსადგურის ნაგებობების, წყლის აუზების, სანაოსნო გზების, სანავიგაციო საშუალებების დაზიანების ჩათვლით), რომელიც მოხდა გემზე ან რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს მის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციასთან; ბ) გემზე არსებული ტვირთის მოშორებასთან, განადგურებასთან ან უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები; გ) ზღვით ტვირთის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანისა და მათი ბარგის შეფერხებით გამოწვეული ზიანი; დ) ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი უფლებების ნებისმიერი დარღვევით გამოწვეული ზიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გემის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციებთან; ე) ჩაძირული, ნამსხვრევებად ქცეული, მეჩეჩზე დამჯდარი ან მიტოვებული გემის ამოღებასთან, მოშორებასთან, განადგურებასა და უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ვ) გემზე არმყოფი ადამიანების ან ქონებისათვის გემის ნაოსნობის ან ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანი.

2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზიანი გამოიწვია პირმა, რომელიც არ იმყოფება გემზე, მაშინ ამ პირის ქმედებისა და დაუდევრობისათვის პასუხისმგებელ გემთმფლობელს შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ქმე დება ან პასუხისმგებლობა გემის ტარებასთან ან მართვასთან ან ტვირთის, ბარგის ან ხელბარგის დატვირთვასთან, გადაზიდვასთან ან გადმოტვირთვასთან, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომასთან იყო დაკავშირებული. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

რედაქციების შედარება

1. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათი სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, განისაზღვრება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. ესენია: ა) მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია გარდაცვალებასთან ან დაშავებასთან, ასევე ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან (ნავსადგურის ნაგებობების, წყლის აუზების, სანაოსნო გზების, სანავიგაციო საშუალებების დაზიანების ჩათვლით), რომელიც მოხდა გემზე ან პირდაპირ კავშირშია მის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციებთან; [ ა) მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან (ნავსადგურის ნაგებობების, წყლის აუზების, სანაოსნო გზების, სანავიგაციო საშუალებების დაზიანების ჩათვლით), რომელიც მოხდა გემზე ან რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს მის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციასთან; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)] ბ) გემზე არსებული ტვირთის მოშორებასთან, განადგურებასთან ან უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები; გ) ზღვით ტვირთის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანისა და მათი ბარგის შეფერხებით გამოწვეული ზიანი; დ) ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი უფლებების ნებისმიერი დარღვევით გამოწვეული ზიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გემის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციებთან; ე) ჩაძირული, ნამსხვრევებად ქცეული, მეჩეჩზე დამჯდარი ან მიტოვებული გემის ამოღებასთან, მოშორებასთან, განადგურებასა და უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ვ) გემზე არმყოფი ადამიანების ან ქონებისათვის გემის ნაოსნობის ან ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანი. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზიანი გამოიწვია პირმა, რომელიც არ იმყოფება გემზე, მაშინ ამ პირის ქმედებისა და დაუდევრობისათვის პასუხისმგებელ გემთმფლობელს შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ქმე დება ან პასუხისმგებლობა გემის ტარებასთან ან მართვასთან ან ტვირთის, ბარგის ან ხელბარგის დატვირთვასთან, გადაზიდვასთან ან გადმოტვირთვასთან, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომასთან იყო დაკავშირებული. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
წინა მუხლი 336შემდეგი მუხლი 338

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავები ტვირთზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნავის ავარიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საადმირალო (საზღვაო) დავები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო ეკიპაჟის უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №42

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-06-13
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 340

მიუთითებენ მასზე

მუხლი 304მუხლი 339მუხლი 340

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 339—
  • 156—
  • 22—

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 20გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
  • 24მეზღვაურის საჩივარი
  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 14გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 53გემთმფლობელის ვალდებულებანი

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 76პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის
  • 79გადამზიდველის პასუხისმგებლობა მისი მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 675გამგზავნის პასუხისმგებლობა
  • 686ცნება. შინაარსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3403393041562267568676795314202429337
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026