საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 22. საჰაერო ხომალდების რეგისტრირება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფრენისათვის ვარგისი ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრირებას სათანადო მოწმობის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემით.

2.სამოქალაქო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.

3.სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი.

4.სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.

5.(ამოღებულია).

6.სახელმწიფო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

7.სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

8.(ამოღებულია – 26.04.2012, №6093).

9.ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდები სახელმწიფო რეესტრში არ რეგისტრირდება. ისინი აღირიცხება იმ ორგანიზაციებში, სადაც სათანადო საცდელ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევით ფრენას ახორციელებენ.

10.არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არაუმეტეს 1 000 კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (გარდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისა) საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში რეგისტრაცია სავალდებულოა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფრენისათვის ვარგისი ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრირებას სათანადო მოწმობის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემით. 2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში. 3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი. 4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას. 5. (ამოღებულია). 6. სახელმწიფო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. 7. სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 8. (ამოღებულია – 26.04.2012, №6093). 9. ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდები სახელმწიფო რეესტრში არ რეგისტრირდება. ისინი აღირიცხება იმ ორგანიზაციებში, სადაც სათანადო საცდელ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევით ფრენას ახორციელებენ. 10. არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არაუმეტეს 1 000 კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (გარდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისა) საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში რეგისტრაცია სავალდებულოა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22-ე მუხლის მე-10 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არაუმეტეს 1 000 კგ მასის საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია სავალდებულოა, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის გარდა.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2023

    22-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამოქალაქო ხომალდი რეგისტრირდება სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი ხომალდების რეესტრში.

  3. 22-ე მუხლის მე-8 ნაწილი ამოღებულია: კოდექსი აღარ შეიცავს ნორმას საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მიერ რეგისტრირების სერტიფიკატისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.

  4. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    22-ე მუხლის მე-4 პუნქტში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო.

  5. მე-4 პუნქტში რეგისტრაციის, აღრიცხვისა და რეესტრიდან ამოღების წესებს ადმინისტრაცია ადგენს და მათ საფუძველზე აღრიცხვას ახორციელებს; მე-5 პუნქტი ამოღებულია.

  6. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    22-ე მუხლის მე-4 პუნქტში რეესტრის წარმოებასა და რეგისტრირების წესების დადგენას დეპარტამენტის ნაცვლად კომისია ახორციელებს. მე-5 პუნქტში მომსახურების ფასს მხოლოდ კომისია ადგენს, სამინისტროს დამტკიცების გარეშე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111¹109357392817262721116 (და…5 (და…22
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსინარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა