საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 11. სააერნაოსნო მომსახურება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჰაერო მოძრაობისთვის გაწეული სააერნაოსნო მომსახურება ითვალისწინებს: ა) საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას, რომელიც მოიცავს: ა.ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას; ა.ბ) საჰაერო სივრცის ორგანიზებას; ა.გ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას; ბ) საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას; გ) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას; დ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას; ე) საძებნ-სამაშველო მომსახურებას.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებას ან მის ცალკეულ სახეებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.

3.სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.

4.სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად ნიშნავს სააგენტო.

5.სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს სააერნაოსნო მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ICAO-ს რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმისა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჰაერო მოძრაობისთვის გაწეული სააერნაოსნო მომსახურება ითვალისწინებს: ა) საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას, რომელიც მოიცავს: ა.ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას; ა.ბ) საჰაერო სივრცის ორგანიზებას; ა.გ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას; ბ) საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას; გ) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას; დ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას; ე) საძებნ-სამაშველო მომსახურებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებას ან მის ცალკეულ სახეებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო. 3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო. 4. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად ნიშნავს სააგენტო. 5. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს სააერნაოსნო მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ICAO-ს რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმისა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის  კანონი  №1818  - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    მე-11 მუხლში საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებასა და ფრენის კოორდინაციას უზრუნველყოფს სააგენტო თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; „კოორდინირება“ შეიცვალა „კოორდინაციით“.

  2. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებისა და ფრენის კოორდინირების უზრუნველმყოფი ორგანო კომისიის ნაცვლად ადმინისტრაციაა.

  3. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-11 მუხლში საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებასა და კოორდინირებას დეპარტამენტის ნაცვლად კომისია უზრუნველყოფს. შეთანხმების ვალდებულება დარჩა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
59¹717811761328²1220³152466 (და…11
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსისაგზაო მოძრაობის შესახ…ტრანსპორტის სფეროს მარ…საკონსულო საქმიანობის …სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა