საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 9². უსაფრთხოების მითითება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უსაფრთხოების მითითება არის სააგენტოს მიერ გამოცემული (ზეპირად ან წერილობით) ან აღიარებული დოკუმენტი, რომელიც გამოიცემა/აღიარებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ საფრთხე ექმნება ფრენის უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, და რომელიც მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების აღდგენისკენ.

2.შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ეგზავნება წერილობითი უსაფრთხოების მითითება, რომელშიც ასახულია სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) საფრთხის აღწერა; ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება; გ) განსახორციელებელი (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში − დაუყოვნებლივ განსახორციელებელი) მოქმედებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების საჭიროების დასაბუთება; დ) განსახორციელებელი მოქმედებების განხორციელების ვადები; ე) უსაფრთხოების მითითების ძალაში შესვლის თარიღი.

3.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება, უსაფრთხოების მითითება გამოიცემა ზეპირად, ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით. უსაფრთხოების მითითება გონივრულ ვადაში წერილობით ფორმდება.

4.იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება, ვალდებულიადადგენილ ვადაში უზრუნველყოს უსაფრთხოების მითითების შესრულება.

5.გამოცემული/აღიარებული უსაფრთხოების მითითების შესრულებას ზედამხედველობს სააგენტო. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. თავი III. საჰაერო სივრცე და სააერნაოსნო მომსახურება საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ნოე. 1996 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    ახალი 9² მუხლი აწესრიგებს სააგენტოს უსაფრთხოების მითითებას: მის გამოცემას, შინაარსს, ზეპირ ფორმას გადაუდებელ შემთხვევაში, შესრულების ვალდებულებას და ზედამხედველობას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹44³8²11308822133678339²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სახელმწიფო…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს დაზვერვის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა