გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 6. დეპარტამენტის მიერ ზიანის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, გარემოს მიადგა ზიანი თუ მნიშვნელოვანი ზიანი.

2.მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დადგენილია ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“).

3.დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების განხორციელებისას მოიწვიოს ექსპერტები ან შეისყიდოს შესაბამისი საექსპერტო მომსახურება. აღნიშნული შეფასების პროცესში მონაწილე ექსპერტებზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები.

4.დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ ზიანის გამოვლენიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

5.დეპარტამენტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მე-7 პუნქტის შესაბამისად პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

6.პირს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.თუ მნიშვნელოვანი ზიანი მიყენებულია ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირს დაეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად.

8.თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი რამდენიმეა, მათ სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2029). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან · იცვლება 1 სექ. 2029-დან

1. დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, გარემოს მიადგა ზიანი თუ მნიშვნელოვანი ზიანი. 2. მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დადგენილია ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“). 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების განხორციელებისას მოიწვიოს ექსპერტები ან შეისყიდოს შესაბამისი საექსპერტო მომსახურება. აღნიშნული შეფასების პროცესში მონაწილე ექსპერტებზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები. 4. დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ ზიანის გამოვლენიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღისა. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 5. დეპარტამენტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მე-7 პუნქტის შესაბამისად პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 6. პირს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. თუ მნიშვნელოვანი ზიანი მიყენებულია ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირს დაეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად. 8. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი რამდენიმეა, მათ სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

    მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში დეპარტამენტის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა ზიანის გამოვლენიდან 120 კალენდარული დღიდან 90 კალენდარულ დღემდე შეიცვალა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
92306²220¹3558¹22 (დ…1112158579106
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…გარემოსდაცვითი პასუხის…გარემოს დაცვის შესახებგარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს სისხლის სა…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა