ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 40. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.საქართველოს მოქალაქეებს და მათ გაერთიანებებს, რომელთა წინაპრებისა და მათი მკვიდრი საბინადრო გარემო და ცხოვრების ტრადიციული წესი დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან, უფლება აქვთ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობისა ტერიტორიებზე, სადაც ისინი ტრადიციულად არიან დასახლებული და ეწევიან სამეურნეო საქმიანობას.

2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება მოიცავს: ა) ცხოველთა სამყაროს სამონადირეო სავარგულების პირველ რიგში არჩევის და მის ფარგლებში სამონადირეო მეურნეობის შექმნის უპირატეს უფლებას; ბ) განსაკუთრებულ უფლებას ცხოველთა სამყაროს განსაზღვრული ობიექტების და მათი ცხოველქმედების პროდუქტების მოპოვებაზე.

3.თუ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ტრადიციულად დასახლებულია და ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას ეწევა მოსახლეობის ორი ან მეტი ჯგუფი, რომელსაც აქვს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება, ამ უფლების გამოყენების სფერო განისაზღვრება მოსახლეობის აღნიშნულ ჯგუფებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

4.აკრძალულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლების გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც მითითებული არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში.

5.იმ რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება განხორციელდეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლება, განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებით „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებ”.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მოქალაქეებს და მათ გაერთიანებებს, რომელთა წინაპრებისა და მათი მკვიდრი საბინადრო გარემო და ცხოვრების ტრადიციული წესი დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან, უფლება აქვთ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობისა ტერიტორიებზე, სადაც ისინი ტრადიციულად არიან დასახლებული და ეწევიან სამეურნეო საქმიანობას. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება მოიცავს: ა) ცხოველთა სამყაროს სამონადირეო სავარგულების პირველ რიგში არჩევის და მის ფარგლებში სამონადირეო მეურნეობის შექმნის უპირატეს უფლებას; ბ) განსაკუთრებულ უფლებას ცხოველთა სამყაროს განსაზღვრული ობიექტების და მათი ცხოველქმედების პროდუქტების მოპოვებაზე. 3. თუ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ტრადიციულად დასახლებულია და ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას ეწევა მოსახლეობის ორი ან მეტი ჯგუფი, რომელსაც აქვს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება, ამ უფლების გამოყენების სფერო განისაზღვრება მოსახლეობის აღნიშნულ ჯგუფებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 4. აკრძალულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლების გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც მითითებული არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში. 5. იმ რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება განხორციელდეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლება, განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებით „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებ”.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3812461338263 (მე…109641240
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…დაცული ტერიტორიების სი…შინაურ ბინადარ ცხოველთ…მიწის მიზნობრივი დანიშ…სასოფლო-სამეურნეო დანი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა