წყლის შესახებ

მუხლი 32. საერთო წყალსარგებლობა

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძე

1.საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური) სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე.

2.საერთო წყალსარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს უმარტივესი ნაგებობებითა და მოწყობილობებით (გუბურა, მიწისქვეშა წყლების შახტური ჭა და სხვა), რომლებიც განლაგებულია ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე.

3.საერთო წყალსარგებლობა უფასოა.

4.საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება ლიცენზიის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

5.მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით, გასაჭრელი შახტური ჭის, ჩასასობმილიანი ფილტრირებული ჭის, აგრეთვე წყაროების კაპტაჟების მოწყობის მეშვეობით, თუ ისინი მოქმედებენ ისე, რომ არ ხდება წყლის დონის იძულებითი დაწევა, ხორციელდება საერთო წყალსარგებლობის ფორმით.

6.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).

7.(ამოღებულია – 25.03.2013, №494). საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    როდის შეიძლება მეზობლის მიწის მესაკუთრეს დაეკისროს თავისი ნაკვეთით სარგებლობის თმენა წყალმომარაგების ქსელთან კავშირის უზრუნველსაყოფად?

    დავა შეეხებოდა მოპასუხეთა მიწის ნაკვეთზე დაზიანებული წყლის ავზის შეკეთებასა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წყლით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას. უზენაესმა სასამართლომ მოთხოვნის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი მიიჩნია და განმარტა, რომ მეზობლის საკუთრებით სარგებლობის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას წყალმომარაგების ქსელთან ობიექტურად აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ წყალმომარაგების ქსელი მიწის მოპასუხეთა საკუთრებაში გადასვლამდე არსებობდა და მოსარჩელეთა ოჯახი მას მუდმივად იყენებდა. საკასაციო საჩივარი არსებითად განხილვის შემდეგ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • №ას-1138-20222023-05-1829
    დაუშვებლობა (T5)

    წარმოადგენს თუ არა კერძო მიწაზე მდებარე წყალსატევის გაწმენდა მხოლოდ ამ მდებარეობის გამო მიწის მესაკუთრის საქმის შესრულებას?

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შპს „ბ–ისგან“ ხელოვნური წყალსატევის გაწმენდაზე გაწეული 558 979.22 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას განმარტა, რომ წყალსატევის კერძო მიწაზე მდებარეობა თავისთავად არ აქცევს მას მიწის მესაკუთრის საკუთრებად და მოცემულ გარემოებებში არ ადასტურებს სხვისი საქმის შესრულებას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ წყალსატევი მოპასუხის ქმედებით არ დაბინძურებულა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლებით ამოწმებს საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობას?

    დავა შეეხებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას წყაროსა და მისასვლელი გზის შემცველი მიწის ნაკვეთის ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლომ სააგენტოს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო სხვა მოსარჩელეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა; სააპელაციო სასამართლომ სააგენტოს მოთხოვნაც უარყო. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის არცერთ მითითებულ საფუძველს არ აკმაყოფილებდა. საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    32-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია სახელმწიფო წყლის კადასტრში არტარების ფრაზა, ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტები, ანუ ჭებისა და კაპტაჟების რეგისტრაციის მოთხოვნა და მისი წესი, ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29160661534102215131232
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებწყლის რესურსების მართვ…საქართველოს ადმინისტრა…წყალმომხმარებელთა ორგა…სასმელი წყლის მიწოდები…წიაღის შესახებ