წყლის შესახებ

მუხლი 16. წყლის დაცვა დაშრეტისაგან

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის დაშრეტისაგან დაცვის მიზნით: ა) თვითმდენი ძებნითი და საძიებო ჭაბურღილები, აგრეთვე ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი ჭაბურღილები ან ჭაბურღილები, რომლებიც არ გამოიყენება, უნდა აღიჭურვოს მარეგულირებელი მოწყობილობებით ან უნდა დაკონსერვდეს ან ლიკვიდირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მიწისქვეშა წყლების ყველა წყალამღები უნდა აღიჭურვოს მოწყობილობებით წყლის რეჟიმზე სისტემატური დაკვირვებისათვის და წყალსაზომით – ექსპლუატაციის პროცესში წყლის დებეტის დასადგენად.

2.თუ წიაღისეულის ძიებისა და შესწავლის, სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს გაიხსნა მიწისქვეშა წყლის შემცველი ჰორიზონტი, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია დადგენილი წესით დროულად მიიღოს ზომები მიწისქვეშა წყლის დასაცავად და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს.

3.მდინარეების, ტბების, წყალსაცავების, მიწისქვეშა წყლებისა და წყლის სხვა ობიექტების ბუნებრივი რეჟიმის შენარჩუნების მიზნით, ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის, წყალსატევების მოლამვის, წყლის ცხოველთა საბინადრო გარემოს გაუარესების თავიდან ასაცილებლად, წყლის ჩამონადენის ცვალებადობის შესამცირებლად და სხვა, იქმნება წყლის დამცავი ტყის ზონები, აგრეთვე ტარდება სატყეო-სამელიორაციო, ეროზიის საწინააღმდეგო, ჰიდროტექნიკური და სხვა ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
  2. მე-2 პუნქტში შეტყობინების ადრესატად დარჩა მხოლოდ სამინისტრო; თვითმმართველი ერთეული ამოღებულია.

  3. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-2 პუნქტში შეიცვალა ტერმინოლოგია („სამუშაოთა წარმოება“, „მიწისქვეშა წყლის“) და შეტყობინების ადრესატები: მიწისქვეშა წყლის შემცველი ჰორიზონტის გახსნისას შეტყობინება ეგზავნება სამინისტროს და შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მმართველობის ორგანოების ნაცვლად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60³614614512312 (დ…39 (დ…1329113116
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებწყლის რესურსების მართვ…კანონი საქართველოს საბ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებნიადაგის დაცვის შესახე…