წყლის შესახებ

მუხლი 32. საერთო წყალსარგებლობა

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური) სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე.

2.საერთო წყალსარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს უმარტივესი ნაგებობებითა და მოწყობილობებით (გუბურა, მიწისქვეშა წყლების შახტური ჭა და სხვა), რომლებიც განლაგებულია ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე.

3.საერთო წყალსარგებლობა უფასოა.

4.საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება ლიცენზიის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

5.მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით, გასაჭრელი შახტური ჭის, ჩასასობმილიანი ფილტრირებული ჭის, აგრეთვე წყაროების კაპტაჟების მოწყობის მეშვეობით, თუ ისინი მოქმედებენ ისე, რომ არ ხდება წყლის დონის იძულებითი დაწევა, ხორციელდება საერთო წყალსარგებლობის ფორმით.

6.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).

7.(ამოღებულია – 25.03.2013, №494). საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    32-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია სახელმწიფო წყლის კადასტრში არტარების ფრაზა, ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტები, ანუ ჭებისა და კაპტაჟების რეგისტრაციის მოთხოვნა და მისი წესი, ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29160661534102215131232
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებწყლის რესურსების მართვ…საქართველოს ადმინისტრა…წყალმომხმარებელთა ორგა…სასმელი წყლის მიწოდები…წიაღის შესახებ