წყლის შესახებ

მუხლი 76. წყლის და მისი გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის და მისი გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ამოცანაა წყლის ობიექტების და მათში არსებული წყლის რაოდენობისა და ხარისხის, მისი გამოყენების მონაცემების დადგენა, წყალმოსარგებლეთა შორის წყლის მეცნიერულად დასაბუთებული განაწილება მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროების პირველ რიგში დაკმაყოფილებით, წყლის დაცვა და მისი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფა.

2.საქართველოს წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ დამტკიცებული ფორმებითა და პროცედურებით.

3.წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმებს და მისი წარმოების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.

4.წყალსარგებლობის სპეციალური ფორმით მოსარგებლე ვალდებულია წყალსარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიან საინფორმაციო სახელმწიფო ფონდს, სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

5.მიწისქვეშა წყლების შესწავლის სამუშაოები, მათი საბადოები, მარაგი და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე მიწისქვეშა წყლებით ყველა სხვაგვარი სარგებლობა ექვემდებარება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღრიცხვას. საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2296-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.327 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    76-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულია სტატისტიკის დეპარტამენტთან შეთანხმება, ხოლო მე-5 პუნქტში სახელმწიფო რეგისტრაცია და აღრიცხვა შეიცვალა მხოლოდ აღრიცხვით.

  2. · გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009

    76-ე მუხლის მე-2 პუნქტში ფორმების დამტკიცების უფლებამოსილება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქსტატს გადაეცა და დაემატა „პროცედურები“. პირველადი აღრიცხვის მონაცემებით ფორმების შევსებისა და პირველადი აღრიცხვის სავალდებულოობის შესახებ წინადადება პუნქტიდან ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2361¹23810429242833143276
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…საქართველოს ადმინისტრა…ოფიციალური სტატისტიკის…წიაღის შესახებწყალმომხმარებელთა ორგა…საზოგადოებრივი ჯანმრთე…