საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით; ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესახებ; დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3874 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №364 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3850 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
მუხლი 75. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №7 · ძალაშია 1 იან. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
75-ე მუხლში სამინისტროს სახელწოდება განახლდა და მასში ახალგაზრდობა დაემატა; იგივე სახელწოდება გადავიდა „ა“ ქვეპუნქტში მინისტრის ბრძანების მითითებაშიც.
75-ე მუხლში სამინისტროს დასახელება და „ა“ ქვეპუნქტში მინისტრის ბრძანების მითითება ახლა „განათლებისა და მეცნიერების“ ფორმითაა, კულტურისა და სპორტის გარეშე. „დ“ ქვეპუნქტში „სამინისტროსთან“ შეიცვალა „სამინისტროსა“-თი.
75-ე მუხლში სამინისტრო და ბრძანების გამცემი მინისტრი ახლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო/მინისტრია; „გ“ ქვეპუნქტში „თაობაზე“ შეიცვალა „შესახებ“-ით.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

