Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 58

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 58. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ლტოლვილის სტატუსისაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლიადამიანის უფლებათა სამართალიჰუმანიტარული სამართალიჰუმანიტარული სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს: ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმისა და მინიჭებული სტატუსიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესახებ; ბ) მიიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა და ცნობა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ; გ) აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს თავისუფლად, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის განმავლობაში დარჩეს მიმღებ ცენტრში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილ სხვა დროებითი განსახლების ადგილას; ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ისარგებლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით; ზ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა; თ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო); ი) იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით, ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით; ლ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; მ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; ნ) ისარგებლოს ოჯახის გაერთიანების უფლებით; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის მოწმობა 3 წლის ვადით და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი.

3.სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადით და სამგზავრო პასპორტი.

4.ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და სამგზავრო პასპორტის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  3. 18 მარ. 2021
  4. 11 ივლ. 2018
წინა მუხლი 57შემდეგი მუხლი 59

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლტოლვილის ოჯახის გაერთიანება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფარი (სისხლის სამართლე)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადამიანის უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №11

3
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2025-07-07
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28

მიუთითებენ მასზე

მუხლი 60მუხლი 74მუხლი 75

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 59ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მოვალეობები
  • 61დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები
  • 51ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 68ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის უფლებები
  • 71დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებები
  • 66თავშესაფრის მაძიებლის უფლებები

პენიტენციური კოდექსი

  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 5პაციენტის ძირითადი უფლებები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 33უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

ამნისტიის შესახებ

  • 3¹იმისათვის, რომ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა ისარგებლოს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიით, მან განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ სა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 8სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 31სოციალური უზრუნველყოფის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53383¹286074755961519468716658
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…პენიტენციური კოდექსიფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს კონსტიტუცი…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025