Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებმუხლი 4

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 4. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება - მოვალეობები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2025
თემები:ხელშეკრულებების შედგენაპოლიტიკის შემუშავებადასაქმებასპორტსმენის წარმომადგენლობაინდივიდუალური დავებიკოლექტიური მოლაპარაკება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

4.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები.

4.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამუშაო დრო არის კალენდარული დროის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც უნდა განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.

4.2.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის დადგენილია 5-დღიანი სამუშაო კვირა. სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ხოლო კვირაში – 40 საათს.

4.2.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის დასვენების დრო და უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით − „საქართველოს შრომის კოდექსით“.

4.3. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე.

4.3.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება დასაქმებულის სურვილის შესაბამისად მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური  სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.

4.3.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროსთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

4.3.3. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ისარგებლოს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით.

4.3.4. საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.3.5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ორსულთა და მეძუძურ დედათა სამუშაო და დასვენების საათები, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4.4. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

4.4.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე წლიდან მოხელეს შვებულება სამუშაო წლის ნებისმიერ დროს მიეცემა.

4.4.2. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

4.4.3. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში, შვებულების პერიოდულობა დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს.

4.5. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.6. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.7. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, საჯარო სამსახურში საკუთარი უფლებების დასაცავად შექმნას პროფესიული კავშირი ან იყოს მისი წევრი.

4.7.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, არჩეულ იქნეს პროფესიული კავშირის მართვის ორგანოებში და მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში ანაზღაურების გარეშე, სამსახურისაგან თავისუფალ დროს.

4.8. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნდა ეცნობოს საჯარო სამსახურში მის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მის მიმართ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.8.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის პირად საქმეს და ფაქტობრივი გარემოების შეცვლის შემთხვევაში, მოითხოვოს მასში ცვლილების შეტანა.

4.8.2. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური წარმოება მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გასაბათილებლად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4.8.3. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით და გაასაჩივროს მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.9. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან, საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

4.10. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

4.10.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, სპეციალური მითითების გარეშე შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობითა და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.

4.10.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

4.10.3. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისთვის.

4.11. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი განკარგულების შესრულება საზიანოა ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების შესრულებაზე, თუ:

4.11.1. განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

4.11.2. განკარგულების გაცემა სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს.

4.11.3. განკარგულების შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ აქვს.

4.11.4. განკარგულების შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის.

4.11.5. განკარგულება მიმართულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4.11.6. განკარგულების შესრულება გამოიწვევს დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას.

4.12. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია: საქმიანობა გამჭვირვალედ და ღიად განახორციელოს; უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის დაინტერესებულ პირზე გაცემა ან/და ხელი შეუწყოს მის გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გამჟღავნებისგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით გამოიყენოს.

4.13. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის   50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი.

4.14. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, სამსახურებრივი უფლებამოსილება რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით განახორციელოს და რაციონალურად გამოიყენოს საჯარო დაწესებულების ქონება, რომელიც დაწესებულების გამართულ საქმიანობას ემსახურება.

4.14.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, შვებულებაში გასვლამდე, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონების დასაბრუნებლად მიმართოს საამისოდ  უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია, ჩაიბაროს ქონება.

4.14.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, სამუშაო დრო ეფექტიანად და მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენოს.

4.14.3. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ საჯარო დაწესებულების ქონებისა და სხვა რესურსების პირადი მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4.15. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

4.16. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების საკითხები ვრცელდება ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 24 თებ. 2025
  2. 31 დეკ. 2024
  3. 2 თებ. 2023
  4. 20 მარ. 2020
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრული სამუშაო განაკვეთის ხელშეკრულება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვადიანი შრომითი ხელშეკრულება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უვადო შრომითი ხელშეკრულების შედგენა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავა სახელფასო დავალიანებასა და ზეგანაკვეთურზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-02-21 · №5

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2025-02-24
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 50საქართველოს სისხლი… 50

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 2ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ფუნქციები

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 24სამუშაო დროის ხანგრძლივობა
  • 27ზეგანაკვეთური სამუშაო
  • 31შვებულების ხანგრძლივობა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 61ზეგანაკვეთური სამუშაო და ნახევარ განაკვეთზე მუშაობა
  • 60მოხელის სამუშაო დრო და დასვენების დრო

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 123—

პენიტენციური კოდექსი

  • 129სამუშაო პირობები
  • 22მოსამსახურის სამუშაო დრო

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 47სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 16შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სახელფასო დანამატი

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 10დასაქმებულის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
505024273161602164710123129224
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს შრომის კოდ…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს კონსტიტუცი…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 21 თებ. 2025