Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებმუხლი 8

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 8. ხელშეკრულების შეწყვეტა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2025
თემები:ინდივიდუალური გათავისუფლებაგადადგომაკოლექტიური შემცირებაპროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაქონების დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

8.1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

8.1.1. ხელშეკრულების ვადის გასვლა.

8.1.2. ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმება.

8.1.3. შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა.

8.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება.

8.1.5. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8.1.6. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.

8.1.7. მძიმე დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა.

8.1.8. სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.

8.1.9. პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება.

8.1.10. გარდაცვალება.

8.1.11. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივა.

8.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზეც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ხელშეკრულება წყდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 24 თებ. 2025
  2. 31 დეკ. 2024
  3. 20 მარ. 2020
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იძულებითი გადადგომის გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონსულტაცია შტატების შემცირებაზე (რეორგანიზაცია)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამსახურიდან წასვლის სამართლებრივი გაფორმება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-02-21 · №5

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-02-24
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 5სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 82ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა
  • 107მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 47შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 18მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება
  • 29მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²³მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 41ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 232ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების გამომრიცხავი გარემოებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²³232411147188210755230298
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შრომის კოდ…სამოქალაქო უსაფრთხოები…აღმასრულებელი ხელისუფლ…ადმინისტრაციული ხელშეკ…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 21 თებ. 2025