1.საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი შესაბამისი მიმართვით იგზავნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ სპეციალური-საექიმო კომისიის გავლას, აგრეთვე მის წარდგენას ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე. სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია უზრუნველყოფს გულმკერდის რენტგენოსკოპიისა და შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებას და გამოკვლევების შედეგების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გადაგზავნას.
2.საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატის მიერ სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარი სამმართველო კადრების მთავარ სამმართველოს უგზავნის თითოეული წვევამდელის შესახებ სპეციალური-საექიმო კომისიის დასკვნას.
3.კადრების მთავარი სამმართველოს მიერ წარდგენილი, საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს.

