თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

მუხლი 8. ტერიტორიული რეზერვი

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში თავდაცვის  ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით.

2.ტერიტორიული რეზერვი შედის თავდაცვის  ძალების ეროვნული გვარდიის (შემდგომ − ეროვნული გვარდია) შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.

3.ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

4.პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და რომლის ასაკი არ აღემატება 22 წელს, უფლება აქვს, იმსახუროს ტერიტორიულ რეზერვში. ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ მას სამხედრო სავალდებულო  სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულ პირს არ უნარჩუნდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში მიღებული წოდება. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7012-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181141870930¹10569193941458
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს კონსტიტუცი…