Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 8

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 8. დამსაქმებლის საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემაში

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:თანამშრომლის შეღავათებიკოლექტიური შემცირებააღმასრულებელი მენეჯმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.დამსაქმებელს შეუძლია განახორციელოს საკუთარი დასაქმებულებისთვის საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემაში. ამ საპენსიო შენატანების ოდენობა და განხორციელების წესი უნდა განისაზღვროს დამსაქმებელსა და საპენსიო კომპანიას, მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიას, დასაქმებულთა გაერთიანებას, პროფესიულ ორგანიზაციას ან დამსაქმებელთა გაერთიანებას შორის დადებული ხელშეკრულებით (ხელშეკრულებებით).

2.დამსაქმებელი ვალდებულია საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემებში, გარდა დასაქმებულთა გაერთიანების ან პროფესიული ორგანიზაციის საპენსიო სქემებისა, განახორციელოს დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ. საპენსიო სქემა შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ დასაქმებული არ განახორციელებს საპენსიო შენატანებს.

3.დამსაქმებელი, რომელიც საპენსიო შენატანებს ახორციელებს,  ვალდებულია ეს საპენსიო შენატანები განახორციელოს ინდივიდუალურად თითოეული მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე.

4.დამსაქმებლისა და დასაქმებულის საპენსიო შენატანების ოდენობა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ხელფასის პროცენტული მაჩვენებელი, ან თანხის ნომინალური მოცულობის სახით, აგრეთვე საპენსიო შენატანების გადახდის პერიოდულობა უნდა განისაზღვროს ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული კერძო პენსიის ხელშეკრულებით.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები აგრეთვე შეიძლება აისახოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.

6.დამსაქმებელი, რომელიც საკუთარ დასაქმებულებს ჯგუფური საპენსიო სქემით უზრუნველყოფს, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა)  შესთავაზოს და თანაბრად უზრუნველყოს ყველა არსებული დასაქმებულის მონაწილეობა საპენსიო სქემაში გამჭვირვალედ და დისკრიმინაციის გარეშე; ბ) ყველა ახალ დასაქმებულს შესთავაზოს საპენსიო სქემაში გაწევრება და უზრუნველყოს მათი უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ; გ) შრომითი ხელშეკრულების დადებისას დასაქმებულს შესთავაზოს შესაბამისი საპენსიო სქემის ხელშეკრულების გაფორმება; დ) ყველა დასაქმებულს აცნობოს საპენსიო სქემის ყველა პირობა, უზრუნველყოს მათი უფლება, უარი თქვან საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ხოლო საპენსიო სქემაში მათი მონაწილეობის შემთხვევაში − განუსაზღვროს გონივრული ვადა საპენსიო სქემაში გაწევრებისთვის; ე) რეგულარულად, მაგრამ კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ, ხოლო საპენსიო სქემის პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში − ნებისმიერ ასეთ დროს, უზრუნველყოს დასაქმებულის უფლება, გაწევრდეს საპენსიო სქემაში, რომელშიც მონაწილეობაზე მანამდე მან უარი განაცხადა.

7.თუ საპენსიო შენატანების გადახდას, როგორც შრომის ანაზღაურების ნაწილს, მხოლოდ დამსაქმებელი ახორციელებს, დამსაქმებელი ვალდებულია ასეთ საპენსიო სქემაში გააწევროს მისი ყველა დასაქმებული. თუ დამსაქმებელი ასეთი საპენსიო სქემის პირობებში საპენსიო აქტივების საკუთრებაზე გაავრცელებს უპირობო უფლებების წარმოშობის გრაფიკს, ეს გრაფიკი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს და იგი უნდა აისახოს შესაბამის კერძო პენსიის ხელშეკრულებაში.

8.დასაქმებული, რომელსაც დამსაქმებელთან დადებული აქვს კერძო პენსიის ხელშეკრულება ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში, ჯგუფურ საპენსიო სქემაში მონაწილეობს შესაბამის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის ვადის განმავლობაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლამდე, შეზღუდული შესაძლებლობის ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე ან გარდაცვალებამდე.

9.შესაბამის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებულს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში ან დატოვოს დამსაქმებლის მიმდინარე ჯგუფურ საპენსიო სქემაში. ამ შემთხვევაში საპენსიო შენატანების შემდგომი გადახდის, საპენსიო დანაგროვის შემდგომი ფორმირების და პენსიის გადახდის პირობები ასახული უნდა იყოს შესაბამის კერძო პენსიის ხელშეკრულებაში.

10.საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის მიერ კერძო პენსიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ძალაში რჩება მონაწილისთვის ამ ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, ხოლო მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში − მისი მემკვიდრისთვის/ბენეფიციარისთვის პენსიის სრულად გადახდამდე.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის კომპენსაციის სტრუქტურირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბონუსე და სამოტივაციო სისტემების შემუშავება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკომპენსაციო პაკეტები შემცირებისას3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს შრომის… 46მუხლი 46

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 56დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანებისა და საკუთარი საპენსიო შენატანების გადაუხდელობა
  • 4კერძო პენსიის ხელშეკრულება
  • 9

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 3დაგროვებითი საპენსიო სქემა
  • 37დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა
  • 37³ჯარიმა

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 25დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად
  • 21

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 5დამსაქმებლის ვალდებულებები
  • 9კონსულტაციები და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა მონაწილეობა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 70ინფორმაციის მიწოდებისა და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონსულტაციის გამართვის ხელშეწყობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
467033737³25215915461056498
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შრომის კოდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…პროფესიული კავშირების …ფულის გათეთრებისა და ტ…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026