Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 9

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 9

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789

დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და დასაქმებულთა გაერთიანების მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფურ საპენსიო სქემებში მონაწილე დასაქმებულების უპირობო უფლებები დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე 1. ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს მონაწილისთვის საპენსიო აქტივებზე საკუთრების უპირობო უფლებების მინიჭება არაუმეტეს 5-წლიანი შრომითი ურთიერთობების შემდეგ საპენსიო აქტივების იმ ნაწილზე, რომელიც დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შედეგია. თუ შრომითი ურთიერთობა ვადამდე შეწყდა, ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე მონაწილე დასაქმებულს უპირობო უფლებები მიენიჭება ეტაპობრივად, არანაკლებ შემდეგი პერიოდულობითა და ოდენობებით: ა) 20% − დასაქმების პირველი წლის დასრულების შემდეგ; ბ) 40% − დასაქმების მეორე წლის დასრულების შემდეგ; გ) 60% − დასაქმების მესამე წლის დასრულების შემდეგ; დ) 80% − დასაქმების მეოთხე წლის დასრულების შემდეგ; ე) 100% − დასაქმების მეხუთე წლის დასრულების შემდეგ.

2.საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი, მიუხედავად ანაზღაურებისა, ჩაითვლება უპირობო უფლებების მინიჭების პერიოდში.

3.ჯგუფური საპენსიო სქემა შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე მონაწილისთვის უპირობო უფლების მინიჭების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებულ, მაგრამ მისთვის არანაკლებ ხელსაყრელ განრიგს.

4.თუ საპენსიო სქემის წესებით გათვალისწინებული არ არის საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების წესი, პირად საპენსიო ანგარიშზე პირველი საპენსიო შენატანების განხორციელების მომენტიდან მონაწილეს ენიჭება დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე უპირობო უფლება.

5.შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს უნარჩუნდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტისთვის საპენსიო აქტივებზე ამ კანონის შესაბამისად არსებული ან მინიჭებული უპირობო უფლებები.

6.დამსაქმებელს ეკრძალება, დასაქმებულის მიმართ განახორციელოს მუქარა ან განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელიც შელახავს საპენსიო აქტივებზე დასაქმებულის უპირობო უფლებას ან ასეთი უფლების განხორციელების შესაძლებლობას.

7.დამსაქმებელს ეკრძალება, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა საპენსიო აქტივებზე დასაქმებულის უპირობო უფლების წარმოშობის პრევენციის მიზნით. თუ სასამართლო დაადგენს, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა უკანონოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე უპირობო უფლებების მინიჭების პერიოდად.

8.დამსაქმებლის სადამფუძნებლო სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში, რაც გულისხმობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერი სახის რეორგანიზაციას, აგრეთვე დამსაქმებლის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში დასაქმებული ინარჩუნებს ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივებზე ამ კანონის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უპირობო უფლებებს.

9.ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ის საპენსიო შენატანები, რომლებზედაც დასაქმებულს მიენიჭება უპირობო უფლებები, არ შეიძლება დაუბრუნდეს დამსაქმებელს.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 7უფლება საპენსიო აქტივებზე
  • 8დამსაქმებლის საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემაში
  • 45საპენსიო აქტივების გადატანა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 21დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა
  • 37⁴მონაწილის მიუღებელი სარგებელი
  • 3დაგროვებითი საპენსიო სქემა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 6პენსიის გაცემა
  • 8საკუთრების უფლება საპენსიო დანაგროვზე
  • 17დამსაქმებლის საპენსიო სქემა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 24პროფკავშირულ ორგანოში არჩეული, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 222012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებულ უფლებათა შენარჩუნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6817222137⁴3241578459
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…არასახელმწიფო საპენსიო…ფულის გათეთრებისა და ტ…პროფესიული კავშირების …სახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026