სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9¹ (დანართი 1). საოპერაციო რისკის მართვა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საოპერაციო რისკების მატერიალიზების თავიდან აცილების მიზნით სგს ვალდებულია უზრუნველყოს: ა) საოპერაციო მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების საიმედო და უწყვეტი ფუნქციონირება; ბ) ინფორმაციის რეგისტრაციისას რეგისტრირებული მონაცემების შემდგომი გადამოწმება და პროგრამული დადასტურება; გ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების სახელების და პაროლების დაცულობა; დ) აუთსორსინგის შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც განისაზღვრება მოთხოვნილი ცვლილების (დავალების) შესრულების ვადები, შემსრულებელი პირები  და მათი პრიორიტეტულობა; ე) პროგრამულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების და მისი მომხმარებლების შესაბამისი კვალიფიკაცია. ბიზნესუწყვეტობის უზრუნველსაყოფად, კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების შემცვლელების არსებობა; ვ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ცოდნით და სამოქმედო  სახელმძღვანელოთი, რომელშიც დეტალურად აღწერილი იქნება მათი უფლება-მოვალეობები; ზ) პროგრამული უზრუნველყოფების სარეზერვო ასლების გენერირება და სისტემატურად  შენახვა; თ) მონაცემთა დაცვა არასანქცირებული გარე პირების წვდომისგან; ი) პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან (გაყალბება ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომები); კ) ინფორმაციის ნამდვილობის და უცვლელობის დაცვა სარეზერვო ასლებში; ლ) შიდა პროცედურების შემუშავება, რომელიც უნდა მოიცავდეს პერიოდულ კონტროლს და დაუგეგმავ შემოწმებას.

2.სგს-ს საოპერაციო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) დროის რეალურ რეჟიმში  გატარებების განხორციელება და მათი რეესტრის შენახვა; ბ) ინციდენტების აღრიცხვა და შენახვა შინაარსის/აღწერის მითითებით; გ) სხვადასხვა მოდულში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და მონაცემების სისტემაში ცენტრალიზებულად შენახვა; დ) მონაცემების შენახვა სისტემაში ხელშეკრულების მოქმედების გასვლის შემდეგ 6 წლის ვადით; ე) დროის სხვადასხვა პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს ანგარიშების ყველა პარამეტრის მიხედვით მონაცემების გენერირების შესაძლებლობა როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად; ვ) ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგებების (ფორმების) მოკლე ვადაში გენერირების შესაძლებლობა; ზ) სასესხო მოთხოვნების (ძირი, პროცენტი, ჯარიმა და სხვ.) აღრიცხვა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

3.სგს ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულია: ა) იქონიოს  ისეთი  პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ბუღალტრულ აღრიცხვასა და მის ძირითად საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის/გენერირების შესაძლებლობას როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად; ბ) ბუღალტრული გატარებები აწარმოოს დროის რეალურ რეჟიმში; გ) უზრუნველყოს სალაროს, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების შესაბამისი შემოსავლისა და გასავლის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა, ოპერაციის შინაარსის, კლიენტის ხელმოწერისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითებით, რომლის ერთი პირი უნდა გადაეცეს კლიენტს; დ) არ განახორციელოს ოპერაცია, თუ შეუძლებელია ოპერაციის დროის რეალურ რეჟიმში შესრულება, შესაბამისი ქვითრის ამობეჭდვა და კლიენტისთვის გადაცემა, მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვის ან პროგრამული ხარვეზის გამო; ე)  ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებისას მაქსიმალურად დაიცვას ოთხი თვალის პრინციპი; ვ) საოპერაციო დღე დახუროს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ხოლო ცვლილება შეიტანოს ამ ცვლილებების ამსახველი ქრონოლოგიური ჩანაწერებით (ლოგირებით) და განმარტების მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყოს როგორც ოპერაციის შინაარსი, ისე  შემსრულებელი და დრო; ზ) ბუღალტრული ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის  საფუძველზე  (ხელშეკრულება,  ოქმი, გადაწყვეტილება, დავალება და სხვა); თ) ბუღალტრული აღრიცხვა განახორციელოს დარიცხვის მეთოდით; ი) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ასახოს პროგრამულად და პერიოდულად მოახდინოს მათი ინვენტარიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა.

4.უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში სგს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ვალდებულია სესხი და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მისი მახასიათებელი პარამეტრების შესაბამისად აღრიცხოს პროგრამულად; ბ) უძრავი ქონებით უზრუნველყოფა უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო რეესტრში; გ) მოძრავი ნივთებით უზრუნველყოფის შესახებ უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება და ახლდეს შესაბამისი აღწერისა და შეფასების  დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს მსესხებლის უნიკალურ კოდს, მიღების თარიღს, ნივთის დასახელებას, ფორმას, წონას და სხვა; დ) ძვირფასეულობა უნდა შეფასდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე/სერტიფიცირებული პირის მიერ და აღრიცხული უნდა იყოს როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად; ე) ძვირფასეულობის შეფასების დოკუმენტი და საოპერაციო პროგრამაში არსებული ჩანაწერი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს წონის, სინჯის და ფორმის მიხედვით; ვ) ძვირფასეულობის შეფასება და ინვენტარიზაცია უნდა ხორციელდებოდეს პერიოდულად; ზ) დაუშვებელია, ძვირფასეულობის დროებით სამუშაო უჯრაში შენახვა. ისინი მიღებისთანავე უნდა დაილუქოს აღრიცხვიანობის წესის დაცვით და განთავსდეს შესაბამის სათავსში; თ) ძვირფასეულობის შენახვის სათავსი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მაღალ დონეს. იგი უნდა იყოს სტაციონარული საცავის ან ცეცხლგამძლე, წყალგაუმტარი სეიფის სახით, რომლის გადაადგილება შეუძლებელი იქნება სპეციალური ტექნიკის/აღჭურვილობის გარეშე; ი)  ძვირფასეულობის შენახვის სათავსი  უნდა იყოს განთავსებული საოპერაციო ფართისგან იზოლირებულ სალაროს კვანძში, რომელიც აღჭურვილი იქნება შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით; კ) დაუშვებელია საცავში ან სეიფში სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების გარდა, სხვა პირთა პირადი ნივთების (ძვირფასეულობა, თანხა) შენახვა; ლ) თუ სგს ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ვალდებულია ძვირფასეულობა შესანახად გადაიტანოს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში; მ) თუ ძვირფასეულობა ინახება კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში შესაბამისი შენახვა/მიბარების ან პერსონალური სეიფის გამოყენებით, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მხოლოდ სგს-ის სახელით; ნ) სგს ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი პირი უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აუდიტის ჩასატარებლად; ო)  ძვირფასეულობის გარდა, სხვა მოძრავი ნივთების შესანახად უნდა გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, მოწყობილი იმგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია; პ) სგს-ს სათავი და ფილიალის საოპერაციო და სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობისა და სიგნალიზაციის სისტემით; ჟ) სგს-ს უნდა გააჩნდეს ძვირფასეულობის  სათავსების და  საცავების გასაღებებების ორიგინალი და ასლები, რომელთა შენახვა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები უნდა იყოს გაწერილი შიდა პროცედურებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული ერთი პირის მიერ მათი გახსნის და დახურვის შესაძლებლობა; რ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების ბაზაზე წვდომის უფლებები უნდა იყოს გაწერილი შესაბამის უფლებამოსილ პირებზე; ს) სგს-ს უნდა გააჩნდეს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების პორტფელის გადაფასების პროცედურა, რომელიც დაეყრდნობა საბაზრო ფასებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1517131330184335 (დ…383223209¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსოპერატიულ-სამძებრო საქ…ფულის გათეთრებისა და ტ…ნებაყოფლობითი კერძო პე…ფასიან ქაღალდებად გარდ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა