ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 20. რისკების მართვა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიავთანდილ კუჭავა

1.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, თანხების შეგროვების ან ამოღების ან საბაზისო აქტივების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების შეძენის მიზნით ხელშეკრულება დადოს ინიციატორთან ან სხვა პირთან. ინიციატორის ან სხვა პირის მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა არ საჭიროებს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ სპეციალურ ლიცენზიას ან ნებართვას.

2.თუ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების გამწევ პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია მომსახურების გაწევის ფარგლებში შეგროვებული ან ამოღებული ფულადი სახსრები საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან ისე გამიჯნოს, რომ შესაძლებელი იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრების მკაფიოდ იდენტიფიცირება. მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით დეტალური ჩანაწერები აწარმოოს.

3.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება საბაზისო აქტივების გასხვისება, გარდა სადამფუძნებლო დოკუმენტით ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ეს პირობები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე  საბაზისო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურას და მათი გასხვისების პირობებს.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გამწევი პირის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, რომელიც მომსახურების გაწევის ფარგლებში შეგროვებულ ან ამოღებულ ფულად სახსრებს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან მიჯნავს, სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, მოითხოვოს ამ ფულადი სახსრების მისთვის გადაცემა, რასაც სადავოდ ვერ გახდის ლიკვიდატორი, დროებითი ადმინისტრატორი, სპეციალური მმართველი, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მმართველი/ზედამხედველი ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერი სხვა პირი. აღნიშნული სახსრების მიმართ აღსრულების ღონისძიებების მომსახურების გამწევი პირის მიმართ არსებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენება დაუშვებელია.

5.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება საკუთარი აქტივების ნებისმიერი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ინვესტორთა ინტერესებს ემსახურება ან კონკრეტული სეკიურიტიზაციის არსიდან გამომდინარეობს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹2949⁴52⁷238363927122823186221620
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…ფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა