საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 144. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაცია

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები: ა) საქონლის შტამპით ან ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით მონიშვნა; ბ) საქონლის დაწვრილებითი აღწერა, ფოტოგადაღება ან მასშტაბურად გამოსახვა; გ) საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მისი შედეგების შემდგომ შედარების მიზნით; დ) საქონელზე მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების ან სხვაგვარი მარკირება; ე) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ოპერაციების განხორციელება; ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს.

2.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აირჩიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მისაღები ერთი ან რამდენიმე საშუალება.

3.შიდა გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონლის იდენტიფიკაცია შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები: ა) საქონლის შტამპით ან ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით მონიშვნა; ბ) საქონლის დაწვრილებითი აღწერა, ფოტოგადაღება ან მასშტაბურად გამოსახვა; გ) საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მისი შედეგების შემდგომ შედარების მიზნით; დ) საქონელზე მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების ან სხვაგვარი მარკირება; ე) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ოპერაციების განხორციელება; ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. 2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აირჩიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მისაღები ერთი ან რამდენიმე საშუალება. 3. შიდა გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონლის იდენტიფიკაცია შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹1452589 (და…2533 (დ…5148145150142631144
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა