Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 199

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 199. კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირის დასახმარებლად საქონლის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ჰუმანიტარული სამართალისაგადასახადო შეღავათი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შემოტანილი საქონელი, რომელიც განკუთვნილია: ა) კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად; ბ) კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირისთვის უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში გადასაცემად, თუ სარგებლობის პერიოდში საქონელი სახელმწიფოს ან საქველმოქმედო ორგანიზაციის საკუთრებაში რჩება.

2.კატასტროფის ან სტიქიური უბედურების დროს დახმარების გაწევის უზრუნველმყოფი სამსახურის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ, მისივე ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საქონელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი იმავე ნაწილით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ტერიტორიის აღდგენისთვის განკუთვნილ მასალაზე ან/და აღჭურვილობაზე.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათი ამავე მუხლით გათვალისწინებულ საქონელზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.

6.დაუშვებელია შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის ამავე მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.

7.თუ ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ხდება ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის შემდეგ, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

8.დაუშვებელია საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა, რომელსაც კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირი აღარ იყენებს.

9.თუ ხდება ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის ან, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ხდება ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის შემდეგ, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლისმე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

10.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქველმოქმედო ორგანიზაცია ან სამსახური, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი საქონელი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს.

11.თუ ხდება იმ ორგანიზაციის ან სამსახურის მფლობელობაში დარჩენილი საქონლის, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, გადაცემა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის ან, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა.

12.შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის ან სამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შემოტანილი საქონელი, რომელიც განკუთვნილია: ა) კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად; ბ) კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირისთვის უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში გადასაცემად, თუ სარგებლობის პერიოდში საქონელი სახელმწიფოს ან საქველმოქმედო ორგანიზაციის საკუთრებაში რჩება. 2. კატასტროფის ან სტიქიური უბედურების დროს დახმარების გაწევის უზრუნველმყოფი სამსახურის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ, მისივე ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საქონელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი იმავე ნაწილით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ტერიტორიის აღდგენისთვის განკუთვნილ მასალაზე ან/და აღჭურვილობაზე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათი ამავე მუხლით გათვალისწინებულ საქონელზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს. 6. დაუშვებელია შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის ამავე მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. 7. თუ ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ხდება ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის შემდეგ, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. 8. დაუშვებელია საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა, რომელსაც კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირი აღარ იყენებს. 9. თუ ხდება ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის ან, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ხდება ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის შემდეგ, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლისმე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. 10. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქველმოქმედო ორგანიზაცია ან სამსახური, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი საქონელი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს. 11. თუ ხდება იმ ორგანიზაციის ან სამსახურის მფლობელობაში დარჩენილი საქონლის, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, გადაცემა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის ან, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. 12. შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის ან სამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 198შემდეგი მუხლი 200

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადასახადო შეღავათებისერვისის გვერდი
  • საგანგებო სიტუაციების სამართლებრივი მხარდაჭერასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 197

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 197სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქონლის შემოტანა
  • 198შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა
  • 201საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 98³უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 86¹ (დანართი 1)აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 17სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 13გამონაკლისები ამ კანონის მოქმედებიდან

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 98სპეციალური ტრანსფერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 22სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 5შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
519998³8286¹ (…98131719719820122199
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…აფხაზეთის ავტონომიური …ინტელექტუალურ საკუთრებ…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026