Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 28

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 28. ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ქონების დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ქმნის ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის მხარდაჭერის პროგრამებს მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით. პროგრამის შინაარსი, მოცულობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება ბავშვისა და მისი აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.

2.ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა ერთჯერადი არ უნდა იყოს. იგი მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვისა და მისი ოჯახის გაძლიერებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების მდგრადი უზრუნველყოფით.

3.გრძელვადიანი მხარდაჭერის განხორციელების შემთხვევაში ოჯახის მხარდაჭერის პროგრამაში ოჯახის/ბავშვის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებს რამდენიმე სპეციალისტი, რომელთა შორის აუცილებლად არის სოციალური მუშაკი. მხარდაჭერის განხორციელებას საფუძვლად უნდა დაედოს ინდივიდუალური პროგრამა, რომლის შედგენაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ბავშვმა და მისი აღზრდის უფლების მქონე პირებმა.

4.ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შემუშავებისას და განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის უფლებებს, ადრეულ განვითარებასთან, მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლასთან დაკავშირებული კომპლექსური გამოწვევების დაძლევას და პოზიტიური სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას.

5.ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შინაარსი, ფორმა და ხანგრძლივობა ინდივიდუალურად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი ოჯახის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. პროგრამა შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ღონისძიებას, მათ შორის: ა) ბავშვის აღზრდისა და განვითარების პოზიტიური მეთოდების გამოყენების, ბავშვთან არაძალადობრივი კომუნიკაციის და ბავშვის უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ საინფორმაციო, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს; ბ) მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის ღონისძიებებს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და გარემოებების გათვალისწინებით; გ) პოზიტიური მშობლობისა და ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების კურსების ჩატარებას, ოჯახური თანაცხოვრების, ოჯახური დავისა და განქორწინების დროს კონსულტაციების გაწევას; დ) მშობლისთვის პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზებას; ე) დამხმარე სოციალურ სერვისებს (დღის ცენტრი, მედიაციისა და შერიგების სერვისები ოჯახური დავის დროს, მკურნალობის კურსი ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკზე დამოკიდებულების ან სხვა ფსიქოემოციური საჭიროების დროს, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა დასაქმებული და მარტოხელა მშობლისთვის), მათ შორის, თემზე დაფუძნებულ სერვისებს; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების ადრეული იდენტიფიკაციის, ინდივიდუალური შეფასებისა და სათანადო მხარდაჭერის პროგრამებს, მათ შორის, ბავშვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს; ზ) ადრეული განვითარების და მოზარდობის მხარდაჭერის პროგრამებს მოზარდის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზების, მისი კრიტიკული აზროვნების განვითარების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.

6.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს უწყებათაშორისი თანამშრომლობით, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

7.მუნიციპალიტეტი ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

8.არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ან/და საკუთარი ინიციატივითა და ფინანსური რესურსებით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. თავი IV ბავშვის უფლება ალტერნატიულ ზრუნვაზე

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გრძელვადიანი მოვლის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადგილობრივი თვითმმ… 17მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 85ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა
  • 27ბავშვის მხარდაჭერა მისი მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით
  • 87ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციული მოწყობის ფორმები

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 27
  • 3
  • 9

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 19²მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები
  • 35მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 20არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • 1 (დანართი 2)ზოგადი დებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1275მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19²1275273917178527871 (და…7352028
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…ქალთა მიმართ ძალადობის…შეზღუდული შესაძლებლობი…კანონთან კონფლიქტში მყ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026