მედიაციის შესახებ

მუხლი 18. გარდამავალი  დებულებანი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცება.

2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში იმ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის რეგისტრაცია, რომელიც არ არის ნასამართლევი, ფლობს არანაკლებ 40-საათიანი მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ მცირე 1 სასამართლო მედიაცია აქვს წარმართული.

3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრების ჩატარება, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მედიატორთა ასოციაციის წესდება და აირჩიოს ამ კანონითა და აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ორგანოები და თანამდებობის პირები. პირველი კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. პირველი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა ნახევარი მაინც. თუ პირველმა კრებამ ვერ მიიღო ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი კრების ჩატარების თარიღიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს მომდევნო კრების ჩატარება.

4.2020 წლის 1 იანვრამდე დაწყებული მედიაცია დასრულდეს 2020 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცება. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში იმ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის რეგისტრაცია, რომელიც არ არის ნასამართლევი, ფლობს არანაკლებ 40-საათიანი მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ მცირე 1 სასამართლო მედიაცია აქვს წარმართული. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრების ჩატარება, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მედიატორთა ასოციაციის წესდება და აირჩიოს ამ კანონითა და აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ორგანოები და თანამდებობის პირები. პირველი კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. პირველი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა ნახევარი მაინც. თუ პირველმა კრებამ ვერ მიიღო ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი კრების ჩატარების თარიღიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს მომდევნო კრების ჩატარება. 4. 2020 წლის 1 იანვრამდე დაწყებული მედიაცია დასრულდეს 2020 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4213²10810610518191941415372918
მითითებამნიშვნელობით ახლოსმედიაციის შესახებკანონთან კონფლიქტში მყ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…სანოტარო მოქმედებათა შ…შეზღუდული შესაძლებლობი…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა