წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფუძნდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომელთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის საერთო ფართობის 50 პროცენტზე მეტია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება სამინისტროს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის.

3.სამინისტრო 30 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს და მისი სისწორის შემთხვევაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

4.სახელმწიფო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცემს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ საირიგაციო ინფრასტრუქტურას.

5.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹418191819¹119133313107
მნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…სასმელი წყლის მიწოდები…წყლის რესურსების მართვ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა