Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 19

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026
თემები:ენერგიის განაწილებაკომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677²891011121314151616¹171818¹192021

1.გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტადრეგისტრაციის მოთხოვნა. 1 ​1 . გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ბუნებრივი გაზი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ბუნებრივი გაზი და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).

2.ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება ხდება მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატისთვის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

3.ახალი მომხმარებლის (დაბალი წნევის (<0,005მპა) ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული არაგაზიფიცირებული ტერიტორიული საზღვრებისა).

4.ამ წესების მიზნებისთვის კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს (განსაზღვრავს) დასახლებათა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება მიერთების საფასური.

5.ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №3). მიერთების საფასური წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს და მისი გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ ხდება მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება: ა) იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდება ან წარსულში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი (გარდა ამ მუხლის “1 ​1 ” პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, თუ აღნიშნული მომხმარებელი ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა არა განაწილების ლიცენზიატის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით); ბ) (ამოღებულია - 26.12.19 №45); გ) გაზდანადგარების დროებით მიერთებაზე (ამ წესების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალი მომხმარებლის მიერთება გამანაწილებელ ქსელზე ხდება ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. 7 ​1 . თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ბუნებრივი გაზით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე.

7².ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.

8.იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე ქსელის მოწყობას (შიდა ქსელი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი.

9.(ამოღებულია - 04.06.2026, №14).

10.გამანაწილებელ ქსელზე ახალი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთებისას განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზით მომარაგებას იწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გაფორმებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება მიმწოდებელთან. ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელს არა აქვს გაფორმებული ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან.

11.იმ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას, რომელზე ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატს ეკრძალება მოსთხოვოს ახალი მომხმარებელს მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. ახალი მომხმარებელი არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა.

12.გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული პირის საკონტაქტო მონაცემები განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს, ამ წესების 19 ​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დამტკიცების შესახებ შეტყობინებასთან ერთად.

13.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და ახალი მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.

14.გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვებაამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა.

15.იმ შემთხვევაში, როდესაც გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (მათ შორის სხვა პირის მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მიერთების წერტილს; ბ) მიერთების წნევის საფეხურს; გ) მისაერთებელ პიკურ სიმძლავრეს (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად).

16.იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა პირის მეშვეობით), იგი ვალდებულია სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალიწინებული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ შეასრულოს ქსელზე შეჭრის სამუშაოები და, შესაბამისად, ახლად შექმნილი ქსელი არ მიუერთოსგამანაწილებელ ქსელს.

16¹.ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟოსამუშაოებს: ა) მიერთების მსურველი ვალდებულია: ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები; ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები; ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განაცხადითმიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადისწარდგენამდეწინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძისმოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებელისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №4, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს, განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

17.მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები.დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

18.ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.

18¹.ამ წესების მიზნებისათვის, დაუშვებელია დაბალი წნევის გამანაწილებელ ქსელზე 100 კუბ.მ/სთ მეტი მისაერთებელი სიმძლავრით ახალი მომხარებლის მიერთება.

19.მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის გაზიფიცირება, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოსგანაწილების ლიცენზიატმა. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა მიერთების მსურველის მიერ მითითებულ მშენებლობის პერიოდში.

20.ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

21.(ამოღებულია - 27.06.19 №13). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 ივნისის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №8 - ვებგევრდი, 13.07.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 იან. 2020 – 10 თებ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 9 ივნ. 2026

    მე-19 მუხლის მე-8 პუნქტიდან ამოღებულია მე-9 პუნქტზე მითითებული გამონაკლისი, ხოლო თვით მე-9 პუნქტი ამოღებულია.

  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
  3. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2023
  4. 19 აგვ. 2022
  5. 1 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 4 ოქტ. 2021
  6. 10 თებ. 2020· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  7. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 20 აგვ. 2018
  8. 1 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 20 აპრ. 2016

    19-ე მუხლის მე-2 პუნქტში საფასურს მიერთების მსურველი იხდის ლიცენზიატისთვის; დაემატა 16¹ პუნქტი სამუშაოების თავად შესრულების წესით, 18¹ პუნქტი 100 კუბ.მ/სთ-ის ზღვარით, ხოლო მე-20 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა 21-ე პუნქტი საფასურის განახევრების შესახებ.

  9. 4 ნოე. 2014

    19-ე მუხლში ახლებურად ჩამოყალიბდა ტექნიკური პირობის შინაარსი (მე-15 პუნქტი), მიერთების მსურველის მიერ სამუშაოების შესრულების პირობა (მე-16), ტექნიკური პირობის მინიმუმ 12-თვიანი ვადა (მე-17), მცირე ხარჯის პრინციპი (მე-18) და ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობისა და შეჭრის სამუშაოების უზრუნველყოფა დანართი №4-ის საფასურით (მე-19).

  10. 13 ივლ. 2012

    ამოღებულია მე-19 პუნქტი ზედმეტად გადახდილი შეჭრა-მონტაჟის თანხის დაბრუნების შესახებ, მე-20 პუნქტიდან ამოღებულია ფრაზა „(მათ შორის შეჭრის)“ და დაემატა 23-ე პუნქტი, რომელიც ლიცენზიატს აძლევს უფლებას გადაუხდელი ან განწილვადებული მიერთების საფასური მომხმარებლის დავალიანებაში ასახოს. ჩანაწერი „მუხ.463“ შეივსო მითითებით 2012 წლის 5 ივლისის №8 დადგენილებაზე.

  11. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    19-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულია და მასთან ერთად გაუქმდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შეჭრა-მონტაჟის საფასურის სამსაფეხურიანი ოდენობა (100/70/40 ლარი); „ბ“ ქვეპუნქტი ნაჩვენებია უცვლელად.

  12. 24 მარ. 2010

    მე-19 მუხლში შეიცვალა მრიცხველის დამოწმებისა და ხარჯების წესი (მე-11 პ.), დაემატა საფასურის განწილვადების შესაძლებლობა (მე-16 და 16¹ პ.), დაიხვეწა საფასურის კატეგორიები და ახალი შეზღუდვა განაცხადის გარეშე მიერთებაზე (მე-17, მე-20 პ.), ხოლო 22-ე პუნქტი მოიცავს გატარების ტარიფსაც.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 19¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებასერვისის გვერდი
  • კომუნალური აბონენტად რეგისტრაცია (წყალი, გაზი, დენი)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 12 ცვლილება · ბოლო 9 ივნ. 2026
  • 20 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
  • 38¹ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სპეციალური წესი
  • 19²ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 18წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება
  • 18¹ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები
  • 26¹წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება
  • 81გამანაწილებელი ქსელის წესები
  • 82დახურული გამანაწილებელი სისტემა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 162საქონლის მიწოდების ადგილი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²1818¹26¹1819¹38¹19²16264² (…80818219
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026