Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 18¹

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 18¹. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²344¹5677¹89101112131415

1.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების მე-18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-18 და 18 1 მუხლების საფუძველზე და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.

2.მიერთების  მსურველი  (განმცხადებელი)  ვალდებულია,  განაცხადის  წარდგენამდე  გადაიხადოს განაცხადში ასახული, წყალმომარაგების  სისტემაზე  ახალი  მომხმარებლის მიერთების  საფასურის არანაკლებ 50%  (გარდა  ამ  მუხლის 2 1 და 2 2 პუნქტებით  გათვალისწინებული  შემთხვევისა),  ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

2¹.თუ ადგილი აქვს მშენებარე მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ დაამტკიცოს განაცხადი (დატოვოს ის განუხილველად), თუ წყალმომარაგების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განაცხადით არ მიმართავს ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა არანაკლებ 50 პროცენტისა, ამასთან: ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ, განმცხადებლის მიერ წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში; ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა (წესების 18 1 -ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), შესაძლებელია განხილულ იქნას მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში.

2².სასმელი წყალი 20 მმ ან/და წყალარინების 100 მმ დიამეტრის, ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 24 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია წყალმომარაგების მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 24 თვის განმავლობაში თანაბარ წილად. პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – სასმელი წყლით ან/და წყალარინებით უზრუნველყოფის დაწყებიდან 23 თვის განმავლობაში.

3.წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე წყალმომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

4.მიერთების  მსურველი  (განმცხადებელი)  ვალდებულია,    წყალმომარაგების  სისტემაზე  ახალი  მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან    წერილობით    ფორმით,   მიმართოს    შესაბამის   წყალმომარაგების   ლიცენზიატს.    ამასთან,    წყალმომარაგების ლიცენზიატი  ვალდებულია,  10  სამუშაო  დღის  ვადაში  დაადგინოს  განაცხადის  და  მასში  არსებული  მოთხოვნის სრულყოფილება და  განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში  მითითებული საშუალებით  წერილობით  ან  ელექტრონულად  (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში  უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია დაადგინოს ხარვეზი 100 მეტრზე მეტი რადიუსის მიერთების შემთხვევაში, ხოლო მიერთების მსურველი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსის მიერთების მოთხოვნით, კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი განაცხადის ფორმით (წესების შესაბამისად, ასეთი განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში).

4¹.განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით ასევე უნდა ეცნობოს ინფორმაცია: განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ.

5.წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაადგინოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით), მიერთების მსურველმა განაცხადით აირჩია მიერთების სრული ტიპი (სასმელი წყალი და წყალარინება) და ერთ-ერთი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.

6.წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით. 6​ 1 . წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (2 საათიანი ცდომილებით) არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც. მიერთების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ.

7.ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალ მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი  (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთანავე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით/ელექტრონულად) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია წყალმომარაგების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

7¹.წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის წყალმომარაგების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. წყალმომარაგების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით); ბ) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიაში გაგზავნასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს); გ) კომისიას ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე. 7 ​2 . ამ მუხლის 7 ​1 პუნქტით განსაზღვრული წესით წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.

8.(ამოღებულია - 27.06.19 №13).

9.თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) არსებულ მილსადენზე მიერთების წერტილს; ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრს; გ) მისაერთებელ წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად); დ) არსებული მილსადენზე მიერთების წერტილში დაწნევას (სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში).

10.მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

11.მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, წყალმომარაგების  ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.

12.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო  სამუშაოებს, ა) მიერთების მსურველი ვალდებულია: ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები; ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების ლიცენზიატის  მითითებები; ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ განაცხადით  მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური“, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (ამ მრიცხველებზე, დანართი №4-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის შესაბამისად); ბ) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

13.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართი №4-ით, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

14.(ამოღებულია - 27.06.19 №13).

15.„ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის“ ან  „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ   ვადაში გადაუხდელობის ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 20.11.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 02.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 2 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 დეკ. 2025
  2. 2 დეკ. 2024
  3. 1 აპრ. 2020· გამოქვეყნდა 29 იან. 2020
  4. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
  5. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    18¹ მუხლიდან ამოღებულია სათაურის ტექსტი და დაემატა 7¹ პუნქტი მიერთების ვადის გაზრდის კომისიისადმი მოთხოვნის პირობებითა და 10 სამუშაო დღის ვადით.

  6. 20 აპრ. 2016

    მე-9 პუნქტში მისაერთებელი წარმადობა განმცხადებლის მოთხოვნას უკავშირდა და დაემატა დაწნევის „დ“ ქვეპუნქტი. მე-10 პუნქტის ძველი ტექსტი ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა ტექნიკური პირობის ვადისა და შეცვლის წესები, მე-11–მე-14 პუნქტები და მე-15 პუნქტი გადაუხდელი საფასურის დავალიანებაში ასახვის შესახებ.

  7. 2 სექ. 2015

    18¹ მუხლში მრავალბინიანი სახლის მიერთებისას საფასური განაცხადამდე სრულად იხდება, ხოლო მე-2 პუნქტის 50%-იან წესს ამ შემთხვევაზე გამონაკლისი დაემატა.

  8. 27 მარ. 2012

    18¹ მუხლი სრულად ახლებურად ჩამოყალიბდა: ძველი ფორმულითი საფასურის გაანგარიშება შეიცვალა განაცხადის, ხარვეზის, 50%-იანი წინასწარი გადახდის, დაბრუნებისა და ვადების წესებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 18²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • 8 ცვლილება · ბოლო 1 დეკ. 2025
  • 16 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 18წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება
  • 18²მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება
  • 26¹წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
  • 19ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
  • 38¹ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სპეციალური წესი

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები
  • 7წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნება
  • 12წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები და მოვალეობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 163ცალკეული წყალმომარაგების ტარიფები და მათი დარიცხვის წესი გარდამავალ პერიოდში
  • 145წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1818²26¹19¹1938¹672971216314518¹
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…წყალმომხმარებელთა ორგა…ენერგეტიკისა და წყალმო…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026