Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 4

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025
თემები:კომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567899¹101112131415

1.მიმწოდებელი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

2.სასმელი წყლის მომხმარებელი ვალდებულია სასმელი წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.

3.პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.

4.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის მიმწოდებელთან.

5.პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, შესაბამისად, დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).

6.განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს წყალმომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.

8.განაცხადში მითითებული უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი); ბ) მიმწოდებელის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს წყალმომარაგება და სხვა მომსახურების გაწევა; ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ვ) სასმელი წყლის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში: ზ.ა)   წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ; ზ.ბ)   ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრების თაობაზე. თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

9.განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს: ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა; ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

9¹.იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას, თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობა არ წარმოადგენს აბონენტად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის საფუძველს.

10.აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი წყალმომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით (თუ ტექნიკური პირობები დაცულია).

11.განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის სასმელი წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს განაცხადში ასახული მონაცემები და სასმელი წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

12.აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ (დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმა. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.

13.აბონენტად რეგისტრაციის, წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით სასმელი წყლის მიწოდების სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული. 13 ​1 . თუ გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი იცვლის სასმელი წყლის მოხმარების მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ მომხმარებლის სასმელი წყლის მისაერთებელი მილის დიამეტრზე, ამ წესების №4 დანართით განსაზღვრულ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებული წესისა და პროცედურის შესაბამისად.

14.მომხმარებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში  ცვლილების თაობაზე.

15.წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებელი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. 2. სასმელი წყლის მომხმარებელი ვალდებულია სასმელი წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის. 3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს. 4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის მიმწოდებელთან. 5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, შესაბამისად, დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე). 6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს წყალმომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული. 8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი); ბ) მიმწოდებელის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს წყალმომარაგება და სხვა მომსახურების გაწევა; ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ვ) სასმელი წყლის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში: ზ.ა)   წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ; ზ.ბ)   ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრების თაობაზე. თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი. 9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს: ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა; ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია. 9 1 . იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას, თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობა არ წარმოადგენს აბონენტად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის საფუძველს. 10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი წყალმომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით (თუ ტექნიკური პირობები დაცულია). 11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის სასმელი წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს განაცხადში ასახული მონაცემები და სასმელი წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო. 12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ (დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმა. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა. 13. აბონენტად რეგისტრაციის, წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით სასმელი წყლის მიწოდების სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული. 13 ​1 . თუ გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი იცვლის სასმელი წყლის მოხმარების მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ მომხმარებლის სასმელი წყლის მისაერთებელი მილის დიამეტრზე, ამ წესების №4 დანართით განსაზღვრულ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებული წესისა და პროცედურის შესაბამისად. 14. მომხმარებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში  ცვლილების თაობაზე. 15. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
  3. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    განაცხადში აუცილებელი მონაცემები საკონტაქტო რეკვიზიტებითაც შეივსო (მე-8 პუნქტი, „ა“). დაემატა მონაცემთა ცვლილებისა და განახლების ერთთვიანი ვალდებულება და მომარაგების შეწყვეტის უფლება (მე-14, მე-15 პუნქტები).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3¹შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომუნალური აბონენტად რეგისტრაცია (წყალი, გაზი, დენი)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • 3 ცვლილება · ბოლო 1 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 15მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
  • 26¹წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 18აბონენტად რეგისტრაცია
  • 4მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
  • 19ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 4პირველადი წყალმოსარგებლე
  • 9წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია
  • 13წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 145წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181415326¹184194913105145134
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…წყალმომხმარებელთა ორგა…ენერგეტიკისა და წყალმო…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026