ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 37. ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა რეგულირდება გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, საბოლოო მომხმარებლის მინიმალური დანახარჯებისა და ელექტროენერგეტიკულ ბალანსსა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებაზე ზეგავლენის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

2.განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოება და მაღალი ეფექტიანობის კოგენერაცია შეიძლება წახალისდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განსაზღვრული წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებით, განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების ან/და ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების იმ დონის მისაღწევად, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობით საქართველოსთვის არის დადგენილი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესები და პირობები უნდა მოიცავდეს შესაბამის წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებს, ელექტროენერგეტიკული საწარმოების უფლებებსა და მოვალეობებს, ელექტროენერგიის წახალისებული წარმოების პირობებსა და დაკავშირებულ მარეგულირებელ მოთხოვნებს.

4.ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა, მათ შორის, ყველა წამახალისებელი ან/და მხარდამჭერი ღონისძიების შეფასება, უნდა განხორციელდეს ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთდეს კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა რეგულირდება გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, საბოლოო მომხმარებლის მინიმალური დანახარჯებისა და ელექტროენერგეტიკულ ბალანსსა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებაზე ზეგავლენის კრიტერიუმების გათვალისწინებით. 2. განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოება და მაღალი ეფექტიანობის კოგენერაცია შეიძლება წახალისდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განსაზღვრული წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებით, განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების ან/და ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების იმ დონის მისაღწევად, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობით საქართველოსთვის არის დადგენილი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესები და პირობები უნდა მოიცავდეს შესაბამის წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებს, ელექტროენერგეტიკული საწარმოების უფლებებსა და მოვალეობებს, ელექტროენერგიის წახალისებული წარმოების პირობებსა და დაკავშირებულ მარეგულირებელ მოთხოვნებს. 4. ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა, მათ შორის, ყველა წამახალისებელი ან/და მხარდამჭერი ღონისძიების შეფასება, უნდა განხორციელდეს ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთდეს კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64² (…111¹¹…67³9715460323334252137
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…განსაკუთრებული მნიშვნე…ენერგოეტიკეტირების შეს…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა