Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 14

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 14. საინფორმაციო უზრუნველყოფა და ტრენინგები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებანივთების ინტერნეტისამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებასმარტ კონტრაქტის დეველოპმენტიტოკენომიკა და დიზაინი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა მოქმედი მხარისთვის, კერძოდ, მომხმარებლებისთვის, არქიტექტორებისთვის, მშენებლებისთვის, მემონტაჟეებისთვის, გათბობის, გაგრილების, ელექტრომოწყობილობების, სისტემებისა და განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მიმწოდებლებისთვის.

2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს, რომ იმ აღჭურვილობისა და სისტემის, რომლებიც განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების მისაღებად გამოიყენება, წმინდა სარგებლის, ღირებულებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია ამ აღჭურვილობისა და სისტემის მიმწოდებლებმა ან საქართველოს სხვა კომპეტენტურმა ორგანოებმა ხელმისაწვდომი გახადონ.

3.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს მემონტაჟეებისთვის მცირემასშტაბიანი ბიომასის ბოილერებისა და ღუმლების, მზის ფოტოელექტრული სისტემებისა და მზის თერმული სისტემების, ზედაპირული გეოთერმული სისტემებისა და თბური ტუმბოების სერტიფიცირების მექანიზმების ან/და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის საფუძველზე შესაბამისი უნარის/კომპეტენციის გამომუშავების მექანიზმების დანერგვას/ხელმისაწვდომობას.

4.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით აღიარებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის მიერ სათანადო კრიტერიუმების შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატს.

5.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს შესაბამისი პროცესების გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სერტიფიცირების მექანიზმების ან/და შესაბამისი უნარის/კომპეტენციის გამომუშავების მექანიზმების საჯაროობას.

6.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სია ხელმისაწვდომი გახადოს.

7.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს დამპროექტებლებისთვის, არქიტექტორებისა და სხვა შესაბამისი მხარისთვის სახელმძღვანელო მითითებების ხელმისაწვდომობას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტერიტორიების დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს სათანადოდ გაითვალისწინონ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის, მაღალეფექტიანი ტექნოლოგიებისა და ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების კომბინაცია.

8.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მონაწილეობით შესაბამისი ინფორმაციული, ცნობიერების ასამაღლებელი ან სახელმძღვანელო პროგრამების ან ტრენინგპროგრამების განვითარებას, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების განვითარებისა და გამოყენების უპირატესობისა და პრაქტიკულობის შესახებ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7023 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უტილიტი და სტეიბლქოინის მექანიკის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 11საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 150ინფორმაციის წარდგენა
  • 134ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები
  • 9საჯარო მომსახურება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 12ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 19საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
  • 5¹საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 33ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
195¹33213167150134911251214
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…შენობების ენერგოეფექტუ…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…მეცნიერების, ტექნოლოგი…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026