Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 9

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 9. საჯარო მომსახურება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:განახლებადი ენერგიაკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობატრანსპორტიენერგეტიკა და კომუნალური მომსახურებადეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საერთო ეკონომიკური ინტერესიდანგამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის, აგრეთვე გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და კლიმატის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ენერგეტიკულ საწარმოს შესაძლოა დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება.

2.ენერგეტიკულ საწარმოს საჯარო მომსახურების ვალდებულებას აკისრებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, კომისიასთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.

3.საჯარო მომსახურების ვალდებულება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით.

4.საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა, შესაძლოა დაეკისროს ნებისმიერ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ ეს აუცილებელია ამ კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად. საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრება და შესრულება უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ადვილად გადამოწმებადი. იგი უნდა იყოს პროპორციული, არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზრებზე იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია ამ საჯარო მომსახურების მიზნების მისაღწევად, და უნდა უზრუნველყოფდეს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ენერგეტიკული საწარმოების თანაბარ წვდომას საქართველოში საბოლოო მომხმარებლებზე.

5.ენერგეტიკული საწარმოსთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებისას საქართველოს მთავრობა ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრავს ასეთი მომსახურების მიმღებ პირებს ან პირთა ჯგუფს.

6.საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულების მიზნით ენერგეტიკული საწარმოსთვის ფინანსური ან სხვა სახის კომპენსაციის ან ნებისმიერი ექსკლუზიური უფლების მინიჭება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით, ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ გაცემული ამგვარი სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მიღებული შემოსავლისა და გონივრული მოგების გათვალისწინებით. კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ტარიფი საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის.

7.ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შეთავაზებული ყველა ზომა უნდა შეფასდეს ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში დასაბუთდეს კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

8.საჯარო მომსახურების განმახორციელებელმა ენერგეტიკულმა საწარმოებმა, სათანადო ენერგეტიკული საქმიანობისთვის ამ კანონით განსაზღვრულ სპეციფიკურ ფარგლებში და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ: ა) მიწოდების უსაფრთხოება; ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება წინასწარ განსაზღვრული ან/და შეთანხმებული ხარისხით; გ) განსაზღვრულ შემთხვევებში, რეგულირებული პირობების შესაბამისად დადგენილი ტარიფების ან საფასურების გამოყენება; დ) გარემოს დაცვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება; ე) ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა; ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

9.ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა ეცნობოს ყველა ისეთი ღონისძიებისთაობაზე, რომლის მიზანია ახალი საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრება ან არსებულის ცვლილება, მათ შორის, მომხმარებელთა დაცვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, და წარედგინოს ეროვნულ და საერთაშორისო კონკურენციაზე მათი შესაძლო ზეგავლენის შეფასება. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ასევე უნდა ეცნობოს ასეთ ზომებსა და ღონისძიებებში შემდგომ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს სამინისტრო კომისიასთან თანამშრომლობით.

11.ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების დაკისრების პირობები და პროცედურები არ ვრცელდება ისეთ ენერგეტიკულ საქმიანობაზე, რომელიც ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ხორციელდება საჯარო მომსახურების სახით: ა) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა − გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ; ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება − გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ESG შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურული პროექტების იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი
  • კომუნალური რეგულაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

8
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 29მუხლი 108მუხლი 109მუხლი 123მუხლი 134მუხლი 10მუხლი 12მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 7სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა
  • 101მიწოდების საქმიანობა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 12ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 43³საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი
  • 43¹საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიზანი და შინაარსი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 14საინფორმაციო უზრუნველყოფა და ტრენინგები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 39ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 21საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 15მომსახურების ხელშეკრულება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 40საჯარო ინფორმაციის გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43³391410929108123134101230710112129
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს სარკინიგზო…საჯარო შესყიდვების შეს…განახლებადი წყაროებიდა…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026