ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 125. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების პასუხისმგებლობა უბალანსობაზე

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის მიღწევით და ფინანსური ოპერაციების ფიზიკური მიწოდებისგან განცალკევებით, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დაუბრკოლებელი შესრულებისა და მათთან დაკავშირებული სამართლიანი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად.

2.დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები, დგინდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. ელექტროენერგიის ბაზრის წესები ასევე განსაზღვრავს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთა მნიშვნელობას და მათ პასუხისმგებლობას უბალანსობაზე.

3.დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე შესაბამისი მოცულობის გაანგარიშებას უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორი.

4.თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. თავი XXXI. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის მიღწევით და ფინანსური ოპერაციების ფიზიკური მიწოდებისგან განცალკევებით, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დაუბრკოლებელი შესრულებისა და მათთან დაკავშირებული სამართლიანი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად. 2. დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები, დგინდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. ელექტროენერგიის ბაზრის წესები ასევე განსაზღვრავს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთა მნიშვნელობას და მათ პასუხისმგებლობას უბალანსობაზე. 3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე შესაბამისი მოცულობის გაანგარიშებას უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორი. 4. თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. თავი XXXI. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 პუნქტში დარჩა მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების ჯგუფების საანგარიშსწორებო წერტილების რეესტრის წარმოება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²343526111¹¹…16124121122242212125
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგოეფექტურობის შესა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა