ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 133. რეგიონული სოლიდარობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შიდა ენერგეტიკულ ბაზრებზე მიწოდების უსაფრთხოების დაცვისა და რეგიონული და ორმხრივი სოლიდარობის ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარეთა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც იწვევს ან რომლებმაც შესაძლოა მოკლე ვადაში გამოიწვიოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (როცა საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის მიწოდების საერთო მოცულობის 20%-ზე მეტს და ამ მდგომარეობის მართვა ეროვნულ დონეზე ნაკლებად შესაძლებელია) ფართომასშტაბიანი წყვეტა, რაც გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე, ისე ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეზე. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 134-ე და 136-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; გ) ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლების იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში განვითარებასა და განახლებას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლებში სიმძლავრის ორმხრივი გადადინების შესაძლებლობის შექმნას; დ) ურთიერთდახმარების პირობებსა და პრაქტიკულ ფორმებს.

3.ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის თაობაზე.

4.ამ მუხლში მოცემული მიზნების უზრუნველსაყოფად სამინისტრო ასევე თანამშრომლობს სხვა მეზობელი ქვეყნების (რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიან) კომპეტენტურ ორგანოებთან შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე. თავი XXXIII. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შიდა ენერგეტიკულ ბაზრებზე მიწოდების უსაფრთხოების დაცვისა და რეგიონული და ორმხრივი სოლიდარობის ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარეთა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც იწვევს ან რომლებმაც შესაძლოა მოკლე ვადაში გამოიწვიოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (როცა საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის მიწოდების საერთო მოცულობის 20%-ზე მეტს და ამ მდგომარეობის მართვა ეროვნულ დონეზე ნაკლებად შესაძლებელია) ფართომასშტაბიანი წყვეტა, რაც გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე, ისე ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეზე. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 134-ე და 136-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; გ) ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლების იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში განვითარებასა და განახლებას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლებში სიმძლავრის ორმხრივი გადადინების შესაძლებლობის შექმნას; დ) ურთიერთდახმარების პირობებსა და პრაქტიკულ ფორმებს. 3. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის თაობაზე. 4. ამ მუხლში მოცემული მიზნების უზრუნველსაყოფად სამინისტრო ასევე თანამშრომლობს სხვა მეზობელი ქვეყნების (რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიან) კომპეტენტურ ორგანოებთან შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე. თავი XXXIII. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1225¹²971191361412513256222514133
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ეროვნული უსაფრთხოების …ენერგოეფექტურობის შესა…ნავთობისა და გაზის შეს…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა