Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 53

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 53. გადამცემი ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:საინვესტიციო ანალიზიგანახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი ყოველწლიურად, მომდევნო 10 კალენდარული წლისთვის შეიმუშავებს/განაახლებს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას, რომელიც მიწოდებისა და მოთხოვნის არსებულ და საპროგნოზო მაჩვენებლებს უნდა ეფუძნებოდეს. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა უნდა მოიცავდეს ეფექტიან ზომებს გადამცემი ქსელისა და მიწოდების უსაფრთხოების ადეკვატურობის უზრუნველსაყოფად.

2.გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შეიცავს: ა) ინფორმაციას ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივ გაზზე არსებული და საპროგნოზო მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ; ბ) ინფორმაციას ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის შიდა საპროგნოზო წარმოებისა და ტრანსსასაზღვრო გადადინების შესახებ; გ) ინფორმაციას გადამცემი ქსელის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს ან გაუმჯობესდეს; დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების და იმ ახალი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს; ე) კონკრეტულ ვადებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის; ვ) ინფორმაციას წარმოების ახალი ობიექტების (მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების) ქსელში ინტეგრირების შესახებ; ზ) სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საქართველოს ენერგეტიკული სისტემების ეფექტიანი ოპერირებისა და მართვისთვის, ამ კანონით, გადამცემი ქსელის წესებითა და მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებისას გონივრულობის ფარგლებში აკეთებს ვარაუდებს (დაშვებებს) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, მიწოდების, მოხმარებისა და ტრანსსასაზღვრო გადადინების შესაფასებლად, მიმდებარე ქსელების საინვესტიციო გეგმების გათვალისწინებით, ხოლო ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარების შემთხვევაში აგრეთვე ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების საინვესტიციო გეგმებს.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში ასახავს ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით გათვალისწინებულ ქსელის სტრატეგიული განვითარების სამიზნე მაჩვენებლებს და ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტებს.

5.გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს მისი შემუშავებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგენს სამინისტროსა და კომისიას. კომისია განიხილავს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს, ამოწმებს, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა მოიცავს თუ არა ყველა საინვესტიციო საჭიროებას, და მასთან დაკავშირებით თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს სამინისტროს წარუდგენს ამ პროექტის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

6.სამინისტრო გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს და წარმოდგენილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავს კომისიასა და გადამცემი სისტემის ოპერატორთან ერთად. სამინისტრო უფლებამოსილია, მათ შორის, კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით, გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს, ცვლილებები შეიტანოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში. აღნიშნული არ ეხება გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე მაჩვენებლების შესაბამისი პროექტების ამოღებას, თუმცა მიზანშეწონილობის შემთხვევაში შესაძლებელია მათი განხორციელების ვადების შეცვლა. კომისია უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს დამატებითი დაზუსტებები ან/და ახსნა-განმარტება და, თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს, აგრეთვე ამ პროექტებთან, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლებისთვის ენერგიის ფასზე ზეგავლენის მქონე პროექტებთან, დაკავშირებული ფინანსური მაჩვენებლების შეცვლა. ასეთი პროექტების განხორციელების ხარჯები შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობა მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში ისინი გათვალისწინებული იქნება რეგულირებად ტარიფში კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.

7.სამინისტრო საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა უზრუნველყოფს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცებას. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესრულებას ზედამხედველობენ და აფასებენ კომისია და სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის მიხედვით.

8.თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ ახორციელებს მომდევნო სამი წლისთვის გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით დაგეგმილ ინვესტიციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი, დაუძლეველი მიზეზებით, კომისია შესაბამისი ინვესტიციის განხორციელების უზრუნველსაყოფად, თუ ეს კვლავ მნიშვნელოვანია უკანასკნელი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ ზომას: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვს შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას; ბ) ატარებს ღია ტენდერს შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებული ინვესტორის შესარჩევად; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორს დაავალებს, აუცილებელი ინვესტიციების დასაფინანსებლად განახორციელოს საკუთარი კაპიტალის გაზრდა და დამოუკიდებელ ინვესტორებს საშუალება მისცეს, გახდნენ გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერები ან პარტნიორები.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინვესტორები არ შეიძლება იყვნენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, მიწოდების ან/და ვაჭრობის საქმიანობას ახორციელებენ.

10.თუ კომისია იღებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზომას, შესაძლოა მან გადამცემი სისტემის ოპერატორს დაავალოს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობის შესრულება: ა) გასცეს თანხმობა მესამე პირების მიერ დაფინანსებაზე; ბ) გასცეს თანხმობა მესამე პირების მიერ აქტივების მშენებლობაზე; გ) თავად ააშენოს შესაბამისი ახალი აქტივები; დ) თავად განახორციელოს შესაბამისი ახალი აქტივების ოპერირება.

11.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის და ინვესტორებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, გადამცემ ქსელთან ახალი მოწყობილობების მიერთებასთან დაკავშირებით. ამ პუნქტიდან გამომდინარე ფინანსური შეთანხმებები კომისიის წინასწარ თანხმობას საჭიროებს.

12.კომისიის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზომის მიღების შემთხვევაში შესაბამისი ინვესტიციის ღირებულება ანაზღაურდება გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფით.

13.თუ ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი და გადამცემი სისტემის მესაკუთრე ვერ თანხმდებიან გადამცემი ქსელის აქტივების განვითარებაზე, მათ შორის, გადამცემი ქსელის გაფართოებაზე, ასეთი ინვესტიციების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკური დასაბუთების გათვალისწინებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ყოველწლიურად, მომდევნო 10 კალენდარული წლისთვის შეიმუშავებს/განაახლებს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას, რომელიც მიწოდებისა და მოთხოვნის არსებულ და საპროგნოზო მაჩვენებლებს უნდა ეფუძნებოდეს. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა უნდა მოიცავდეს ეფექტიან ზომებს გადამცემი ქსელისა და მიწოდების უსაფრთხოების ადეკვატურობის უზრუნველსაყოფად. 2. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შეიცავს: ა) ინფორმაციას ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივ გაზზე არსებული და საპროგნოზო მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ; ბ) ინფორმაციას ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის შიდა საპროგნოზო წარმოებისა და ტრანსსასაზღვრო გადადინების შესახებ; გ) ინფორმაციას გადამცემი ქსელის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს ან გაუმჯობესდეს; დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების და იმ ახალი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს; ე) კონკრეტულ ვადებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის; ვ) ინფორმაციას წარმოების ახალი ობიექტების (მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების) ქსელში ინტეგრირების შესახებ; ზ) სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საქართველოს ენერგეტიკული სისტემების ეფექტიანი ოპერირებისა და მართვისთვის, ამ კანონით, გადამცემი ქსელის წესებითა და მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებისას გონივრულობის ფარგლებში აკეთებს ვარაუდებს (დაშვებებს) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, მიწოდების, მოხმარებისა და ტრანსსასაზღვრო გადადინების შესაფასებლად, მიმდებარე ქსელების საინვესტიციო გეგმების გათვალისწინებით, ხოლო ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარების შემთხვევაში აგრეთვე ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების საინვესტიციო გეგმებს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში ასახავს ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით გათვალისწინებულ ქსელის სტრატეგიული განვითარების სამიზნე მაჩვენებლებს და ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტებს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს მისი შემუშავებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგენს სამინისტროსა და კომისიას. კომისია განიხილავს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს, ამოწმებს, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა მოიცავს თუ არა ყველა საინვესტიციო საჭიროებას, და მასთან დაკავშირებით თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს სამინისტროს წარუდგენს ამ პროექტის მიღებიდან 2 თვის ვადაში. 6. სამინისტრო გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს და წარმოდგენილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავს კომისიასა და გადამცემი სისტემის ოპერატორთან ერთად. სამინისტრო უფლებამოსილია, მათ შორის, კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით, გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს, ცვლილებები შეიტანოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში. აღნიშნული არ ეხება გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე მაჩვენებლების შესაბამისი პროექტების ამოღებას, თუმცა მიზანშეწონილობის შემთხვევაში შესაძლებელია მათი განხორციელების ვადების შეცვლა. კომისია უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს დამატებითი დაზუსტებები ან/და ახსნა-განმარტება და, თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს, აგრეთვე ამ პროექტებთან, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლებისთვის ენერგიის ფასზე ზეგავლენის მქონე პროექტებთან, დაკავშირებული ფინანსური მაჩვენებლების შეცვლა. ასეთი პროექტების განხორციელების ხარჯები შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობა მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში ისინი გათვალისწინებული იქნება რეგულირებად ტარიფში კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით. 7. სამინისტრო საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა უზრუნველყოფს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცებას. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესრულებას ზედამხედველობენ და აფასებენ კომისია და სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის მიხედვით. 8. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ ახორციელებს მომდევნო სამი წლისთვის გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით დაგეგმილ ინვესტიციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი, დაუძლეველი მიზეზებით, კომისია შესაბამისი ინვესტიციის განხორციელების უზრუნველსაყოფად, თუ ეს კვლავ მნიშვნელოვანია უკანასკნელი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ ზომას: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვს შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას; ბ) ატარებს ღია ტენდერს შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებული ინვესტორის შესარჩევად; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორს დაავალებს, აუცილებელი ინვესტიციების დასაფინანსებლად განახორციელოს საკუთარი კაპიტალის გაზრდა და დამოუკიდებელ ინვესტორებს საშუალება მისცეს, გახდნენ გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერები ან პარტნიორები. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინვესტორები არ შეიძლება იყვნენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, მიწოდების ან/და ვაჭრობის საქმიანობას ახორციელებენ. 10. თუ კომისია იღებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზომას, შესაძლოა მან გადამცემი სისტემის ოპერატორს დაავალოს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობის შესრულება: ა) გასცეს თანხმობა მესამე პირების მიერ დაფინანსებაზე; ბ) გასცეს თანხმობა მესამე პირების მიერ აქტივების მშენებლობაზე; გ) თავად ააშენოს შესაბამისი ახალი აქტივები; დ) თავად განახორციელოს შესაბამისი ახალი აქტივების ოპერირება. 11. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის და ინვესტორებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, გადამცემ ქსელთან ახალი მოწყობილობების მიერთებასთან დაკავშირებით. ამ პუნქტიდან გამომდინარე ფინანსური შეთანხმებები კომისიის წინასწარ თანხმობას საჭიროებს. 12. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზომის მიღების შემთხვევაში შესაბამისი ინვესტიციის ღირებულება ანაზღაურდება გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფით. 13. თუ ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი და გადამცემი სისტემის მესაკუთრე ვერ თანხმდებიან გადამცემი ქსელის აქტივების განვითარებაზე, მათ შორის, გადამცემი ქსელის გაფართოებაზე, ასეთი ინვესტიციების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკური დასაბუთების გათვალისწინებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალტერნატიული საინვესტიციო სცენარების შედარებითი ანალიზისერვისის გვერდი
  • საინვესტიციო პროექტის ეკონომიკური ანალიზი (NPV, IRR, Payback)სერვისის გვერდი
  • ჭკვიანი ქსელის განვითარებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 46მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31მუხლი 46მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 75გამანაწილებელი ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები
  • 52გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები
  • 54გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა. წლიური ანგარიში

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 4განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 14ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
  • 15დაფინანსება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 14ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
  • 37ანგარიშგება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 45შერწყმის პირობების პროექტი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
641437164465273175542245141553
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ეროვნული სივრცითი მონა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საინვესტიციო ფონდების …ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026