Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 68

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 68. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირება და მართვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით.

2.ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები ადგენს: ა) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს ამ კანონის 97-ე მუხლით განსაზღვრული ტექნიკური წესებით დადგენილი ბუნებრივი გაზის ტექნიკური ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ბუნებრივი გაზის ოპერირების პროცედურებს ნორმალურ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ სიტუაციებში და სხვა სახის შეფერხებების დროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ავარიული მართვისა და მიწოდების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით; გ) ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) ამ კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთების პროცედურასა და პირობებს, მათ შორის: დ.ა) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთების წინაპირობებს; დ.ბ) ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მეთოდს, აღრიცხვის მოწყობილობის ფუნქციურ მოთხოვნებსა და სიზუსტის კლასს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; დ.გ) მიერთების წერტილში ან სხვა, განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში არსებულ აღრიცხვის მოწყობილობაზე საკუთრების უფლებას; დ.დ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლის უფლებებსა და ვალდებულებებს; ე) დისპეტჩერიზაციის წესსა და პირობებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციასთან დაკავშირებით გასაწევ მომსახურებას; ვ) ბუნებრივი გაზის სისტემის დაბალანსების წესებს ამ კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად; ზ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად; თ) დამხმარე მომსახურების შესყიდვისა და ბუნებრივი გაზის სასისტემო მომსახურების გაწევის კრიტერიუმებს, მეთოდებსა და წესებს; ი) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის პროცედურას, კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიას; კ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში არსებულ ვირტუალურ (მათ შორის, ვირტუალური ვაჭრობის) პუნქტს (პუნქტებს); ლ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში მიღებული და ამ ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ხარისხის, ქიმიური შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების ზღვრულ მნიშვნელობებს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; მ) სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში მიწოდებული და გადაცემული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ნ) ბუნებრივი გაზის დაგეგმილი მოცულობისა და ფაქტობრივად მიწოდებული მოცულობის შესახებ მონაცემების გაცვლის წესსა და პირობებს, როდესაც შეუძლებელია მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის ყოველდღიური აღრიცხვა; ო) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელით ბუნებრივი გაზის მიწოდების წყვეტებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესს; პ) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვას უკავშირდება; ჟ) გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან (მიერთების სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) და ბუნებრივი გაზის გადაცემასთან (ბუნებრივი გაზის გადაცემის სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად წესებსა და პირობებს; რ) გადამცემი სისტემის ოპერატორის შიდაორგანიზაციულ დონეზე ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულებებიდან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან დაშვებასთან, ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩივრებისა და დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; ს) გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის და ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების მეთოდს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ტ) ბუნებრივი გაზის ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; უ) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდების წესს ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად; ფ) გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში მისაღებ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ზომებსა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; ქ) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს.

3.ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის  გავლას და ბუნებრივი  გაზის გადამცემი  ქსელის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. გადამცემი სისტემის  ოპერატორი უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით რეკომენდაციისთვის მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4.ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 დეკ. 2021
წინა მუხლი 67შემდეგი მუხლი 69

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-12-30
1
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 54მუხლი 55მუხლი 66მუხლი 67მუხლი 69მუხლი 70მუხლი 97

მიუთითებენ მასზე

მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 81გამანაწილებელი ქსელის წესები
  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 2ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება
  • 6ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა
  • 59³ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²25¹95545566676970975281416568
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026