Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 69

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 69. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები და უბალანსობის საფასური

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა ასახავდეს სისტემის რეალურ საჭიროებებს, ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებულ უმცირესი ღირებულების რესურსებს და გამომდინარეობდეს ბუნებრივი გაზის ბაზრის პრინციპებიდან.

2.უბალანსობის საფასური შესაძლებლობის ფარგლებში ასახავს გაწეულ ხარჯებს და უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის დაბალანსების სათანადო სტიმულებს. უბალანსობის საფასური არ უნდა ახდენდეს ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეებს შორის ჯვარედინ სუბსიდირებას და ბუნებრივი გაზის სისტემით ახალ მოსარგებლეებს არ უნდა უქმნიდეს ბაზარზე შესვლის ბარიერს. უბალანსობის საფასური განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ სრულყოფილ, დროულ და სარწმუნო ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულად, რათა სისტემით მოსარგებლემ შეძლოს დროულად მიიღოს ზომები უბალანსობის აღმოსაფხვრელად. გადამცემი სისტემის ოპერატორი სრულად აქვეყნებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემისთვის საფასურის დადგენა.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ბუნებრივი გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის საფასურებს.

5.გადამცემი სისტემის ოპერატორი თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, რათა ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ხელშესაწყობად ჰარმონიზებულ იქნეს ბუნებრივი გაზის სისტემების დაბალანსების რეჟიმები და გამარტივდეს უბალანსობის საფასურის სტრუქტურა და დონეები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა ასახავდეს სისტემის რეალურ საჭიროებებს, ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებულ უმცირესი ღირებულების რესურსებს და გამომდინარეობდეს ბუნებრივი გაზის ბაზრის პრინციპებიდან. 2. უბალანსობის საფასური შესაძლებლობის ფარგლებში ასახავს გაწეულ ხარჯებს და უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის დაბალანსების სათანადო სტიმულებს. უბალანსობის საფასური არ უნდა ახდენდეს ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეებს შორის ჯვარედინ სუბსიდირებას და ბუნებრივი გაზის სისტემით ახალ მოსარგებლეებს არ უნდა უქმნიდეს ბაზარზე შესვლის ბარიერს. უბალანსობის საფასური განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ სრულყოფილ, დროულ და სარწმუნო ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულად, რათა სისტემით მოსარგებლემ შეძლოს დროულად მიიღოს ზომები უბალანსობის აღმოსაფხვრელად. გადამცემი სისტემის ოპერატორი სრულად აქვეყნებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემისთვის საფასურის დადგენა. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ბუნებრივი გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის საფასურებს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, რათა ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ხელშესაწყობად ჰარმონიზებულ იქნეს ბუნებრივი გაზის სისტემების დაბალანსების რეჟიმები და გამარტივდეს უბალანსობის საფასურის სტრუქტურა და დონეები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 68შემდეგი მუხლი 70

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 68

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 127ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება
  • 70ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვის პროცედურა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 5მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება
  • 31მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება
  • 1ზოგადი დებულებები

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი
  • 6რეგულირების საფასურის გადახდის წესი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 12ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები
  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა
  • 59³ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1225¹²5¹69559³531168651277069
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…რეგულირების საფასურის …ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026