Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 65

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 65. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას გარანტირებული ან წყვეტადი სახით. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში წყვეტადი სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორმა ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირს ერთი და იგივე მომსახურება უნდა შესთავაზოს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, ბუნებრივი გაზის გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებს, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდეს.

5.აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ეს გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და ბაზარზე შესვლის მსურველებს არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ ბარიერებს.

6.ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე სტანდარტული წლიური ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ შეიძლება იწვევდეს ისეთ გაუმართლებლად მაღალ ან დაბალ ტარიფს, რომელიც მომსახურების საბაზრო ღირებულებას არ ასახავს.

7.ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს.

8.გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად უნდა ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორების ქსელებთან დაშვება, თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის.

9.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს.

წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 88ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება
  • 66ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა
  • 94გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 5​ 1 . საგადახდო სისტემაზე წვდომა
  • 44მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 35სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²5¹343554416518866944565
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…საგადახდო სისტემისა და…სატელეკომუნიკაციო ინფრ…განახლებადი წყაროებიდა…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026