ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 70. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვის პროცედურა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ყველა შესაბამისი პუნქტის, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის პუნქტების, მაქსიმალური სიმძლავრე ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიანობისა და ქსელის ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს ტექნიკური სიმძლავრეების ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებას; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და ბუნებრივი გაზის განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების სისტემებთან დაშვების წესებთან (გადამცემი ქსელის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანასთან ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში).

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს გადატვირთვის მართვის არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე პროცედურებს, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის არადისკრიმინაციულ ტრანსსასაზღვრო გადადინებას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) სახელშეკრულებო გადატვირთვის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება სულ მცირე 1 დღით ადრე და წყვეტადი მომსახურების სახით; ბ) ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში ან გადამცემი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით გადამცემი სისტემის ოპერატორის წინასწარი შეტყობინების შემდეგ და ბუნებრივი გაზის ქსელის წესების შესაბამისად, გამოუყენებელი სახელშეკრულებო სიმძლავრის მეორეულ ბაზარზე გადაყიდვა ან დროებით სარგებლობაში გადაცემა.

4.ფიზიკური გადატვირთვის არსებობისას გადამცემი სისტემის ოპერატორი ან შესაბამის შემთხვევაში − კომისია იყენებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს.

5.გადამცემი სისტემის ოპერატორი რეგულარულად აფასებს ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ ინვესტიციების განხორციელების საჭიროებას. ინვესტიციების დაგეგმვისას გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს მიწოდების უსაფრთხოებას და ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. კარი VI. განაწილება თავი XVI. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი, ავტორიზაცია და განცალკევება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ყველა შესაბამისი პუნქტის, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის პუნქტების, მაქსიმალური სიმძლავრე ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიანობისა და ქსელის ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს ტექნიკური სიმძლავრეების ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებას; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და ბუნებრივი გაზის განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების სისტემებთან დაშვების წესებთან (გადამცემი ქსელის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანასთან ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში). 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს გადატვირთვის მართვის არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე პროცედურებს, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის არადისკრიმინაციულ ტრანსსასაზღვრო გადადინებას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) სახელშეკრულებო გადატვირთვის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება სულ მცირე 1 დღით ადრე და წყვეტადი მომსახურების სახით; ბ) ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში ან გადამცემი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით გადამცემი სისტემის ოპერატორის წინასწარი შეტყობინების შემდეგ და ბუნებრივი გაზის ქსელის წესების შესაბამისად, გამოუყენებელი სახელშეკრულებო სიმძლავრის მეორეულ ბაზარზე გადაყიდვა ან დროებით სარგებლობაში გადაცემა. 4. ფიზიკური გადატვირთვის არსებობისას გადამცემი სისტემის ოპერატორი ან შესაბამის შემთხვევაში − კომისია იყენებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი რეგულარულად აფასებს ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ ინვესტიციების განხორციელების საჭიროებას. ინვესტიციების დაგეგმვისას გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს მიწოდების უსაფრთხოებას და ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. კარი VI. განაწილება თავი XVI. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი, ავტორიზაცია და განცალკევება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²5¹95282265¹1652689096652270
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგოეფექტურობის შესა…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა