ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 93. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და დაკავშირებული პირობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად.

2.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ.

3.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით.

4.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას არსებული გაზის მოცულობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის თითოეული ობიექტისთვის, ხოლო სისტემით მოსარგებლეებისათვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში − ობიექტთა ჯგუფისთვის. ამასთანავე, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ, მათ შორის, იმ ობიექტთან მიმართებით, რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით, შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თითოეული სისტემისთვის ან ქვესისტემისთვის. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც.

5.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე მესამე პირების რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და სტრუქტურის შესახებ. თავი XXIII. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება და მართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და დაკავშირებული პირობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ. 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით. 4. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას არსებული გაზის მოცულობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის თითოეული ობიექტისთვის, ხოლო სისტემით მოსარგებლეებისათვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში − ობიექტთა ჯგუფისთვის. ამასთანავე, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ, მათ შორის, იმ ობიექტთან მიმართებით, რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით, შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თითოეული სისტემისთვის ან ქვესისტემისთვის. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც. 5. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე მესამე პირების რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და სტრუქტურის შესახებ. თავი XXIII. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება და მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²8⁸311628332616929486593
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…სატელეკომუნიკაციო ინფრ…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა