ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ინვესტორის უფლება- მოვალეობებია: ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდისა და ტექნოლოგიის შერჩევა ნავთობისა და გაზის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ბ) ფართობის მხოლოდ ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული მიზნით გამოყენება; გ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობისა და საწარმოო უსაფრთხოების, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილება; დ) სხვა პირებისთვის ფართობზე თავისუფლად გადაადგილებაში, მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ან ნებისმიერი სახის სამუშაოების (ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის გარდა, სხვა ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიების, ათვისებისა და მოპოვების ჩათვლით) განხორციელებაში ხელის არშეშლა, თუ ეს მოქმედებები არ ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული პირობების შექმნას და ხელს არ უშლის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებას; ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების ტექნოლოგიური გეგმებისა და პროექტების დადგენილი წესით დაცვა, რაც უზრუნველყოფს პერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოებას; ვ) საქართველოში დამზადებული დანადგარების, მასალების და მზა პროდუქციისათვის უპირატესობის მინიჭება, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური თვისებები, ფასი, საოპერაციო პარამეტრები და მომარაგების პირობები კონკურენტუნარიანია; ზ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელებისას საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებისთვის, საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო და სხვა სახის ტრანსპორტირების ჩათვლით, უპირატესობის მინიჭება, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია; თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელებისას თანაბარ პირობებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაოების განსახორციელებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირების დაუშვებლობა; ი) სააგენტოსათვის დაგეგმილი სამუშაოების პროგრამისა და პროექტის განხორციელების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენა; კ) საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების თანხმობის შემთხვევაში, თუ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ლ) სააგენტოსათვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა, ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში; მ) გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების, ასევე რეგულირების საფასურის დროულად გადახდა; ნ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა ხელშეკრულების შესაბამისად; ო) საქართველოს კულტურული და ისტორიული ობიექტების დაცვა; პ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების, მათი ვადაზე ადრე შეწყვეტის ან დამთავრების დროს დაზიანებული მიწის ნაკვეთისა და სხვა ობიექტების საკუთარი ხარჯებით აღდგენა იმ მდგომარეობამდე, რომელიც მისაღებია მისი შემდგომი გამოყენებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ჟ) საქართველოდან ექსპორტირებული თავისი წილი ნავთობისა და გაზის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის უცხო ქვეყნებში გატანა და შენახვა სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ; რ) თუ ინვესტორი თავის წილ ნავთობსა და გაზს გაყიდის საქართველოში, მას უფლება აქვს საქართველოს ვალუტა თავისუფალი საბაზრო კურსით გადაცვალოს თავისუფლად კონვერტირებად უცხოურ ვალუტაზე და განაგოს ეს თანხები, მათ შორის, სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ გადაგზავნოს უცხო ქვეყნებში შეზღუდვების ან სხვა გადასახადების გადახდის გარეშე. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4682 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
მუხლი 24. ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
- · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე
იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინო ბაზიკოშვილი
იურისტი, კონსულტანტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კაპანაძე
სასამართლო წარმომადგენლობა
კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი
არქიტექტორი , ურბანისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე
ადვოკატი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

