ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 94. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სისტემით მოსარგებლე ყველა პირს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის ურთიერთდაკავშირებული გადამცემი სისტემების გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მესამე პირის დაშვებას; გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროების შესაბამისი პერიოდულობით აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ.

2.გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს გაუმართლებლად მაღალ ტარიფს.

3.ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით.

4.აუცილებლობის შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შესაძლოა გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს.

5.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით უარი თქვას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სისტემით მოსარგებლე ყველა პირს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის ურთიერთდაკავშირებული გადამცემი სისტემების გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მესამე პირის დაშვებას; გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროების შესაბამისი პერიოდულობით აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს გაუმართლებლად მაღალ ტარიფს. 3. ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით. 4. აუცილებლობის შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შესაძლოა გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს. 5. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით უარი თქვას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²1512516283116669593889294
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…სასმელი წყლის მიწოდები…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა