ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 20. ენერგოაუდიტორები მრეწველობაში

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირველი კატეგორიის საწარმო ან საწარმო, რომელიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ან/და ენერგოაუდიტის განხორციელებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია ენერგოაუდიტი განახორციელოს აკრედიტებული ან/და სერტიფიცირებული პირის მეშვეობით.

2.(ამოღებულია - 27.06.2024, №4310);

3.ენერგოაუდიტორის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მოქმედების ვადა განისაზღვრება სათანადო საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

4.სამინისტრო აწარმოებს რეესტრს, რომელიც მოიცავს: ა) შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე; ბ) განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ ანგარიშებს. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს საწარმოს დასახელებას, ენერგოაუდიტორის ვინაობას და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს; გ) პირველი კატეგორიის საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებული არიან განახორციელონ ენერგოაუდიტები.

5.ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირველი კატეგორიის საწარმო ან საწარმო, რომელიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ან/და ენერგოაუდიტის განხორციელებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია ენერგოაუდიტი განახორციელოს აკრედიტებული ან/და სერტიფიცირებული პირის მეშვეობით. 2. (ამოღებულია - 27.06.2024, №4310); 3. ენერგოაუდიტორის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მოქმედების ვადა განისაზღვრება სათანადო საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. 4. სამინისტრო აწარმოებს რეესტრს, რომელიც მოიცავს: ა) შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე; ბ) განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ ანგარიშებს. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს საწარმოს დასახელებას, ენერგოაუდიტორის ვინაობას და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს; გ) პირველი კატეგორიის საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებული არიან განახორციელონ ენერგოაუდიტები. 5. ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2025 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 31 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36⁴64151195014891017630191820
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…შენობების ენერგოეფექტუ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…უმაღლესი განათლების შე…სახელმწიფო აუდიტის სამ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა