ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 21. ენერგოეფექტურობის წამახალისებელი დამატებითი ღონისძიებები მრეწველობაში

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მრეწველობაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საწარმოსთან ხელშეკრულება ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე. ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ენერგომომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

2.სამინისტრო აფასებს ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებამდე საწარმოს მიერ შემოთავაზებულ სამიზნე მაჩვენებლებს. საჭიროების შემთხვევაში, თუ სამინისტრო შემოთავაზებულ სამიზნე მაჩვენებლებს  დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, დააწესოს  სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც საწარმოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას განაპირობებს.

3.ნებაყოფლობითი შეთანხმების მხარე − საწარმო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს საქართველოს მთავრობის, მათ შორის, სამინისტროს, დახმარება ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ინდივიდუალური ღონისძიების განხორციელების მიზნით.

4.სამინისტრო უფლებამოსილია შეიმუშაოს ნებაყოფლობითი შეთანხმების მომზადების საფუძვლები და ზოგადი დებულებები. თავი VI. ენერგოეფექტურობა ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მრეწველობაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საწარმოსთან ხელშეკრულება ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე. ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ენერგომომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 2. სამინისტრო აფასებს ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებამდე საწარმოს მიერ შემოთავაზებულ სამიზნე მაჩვენებლებს. საჭიროების შემთხვევაში, თუ სამინისტრო შემოთავაზებულ სამიზნე მაჩვენებლებს  დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, დააწესოს  სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც საწარმოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას განაპირობებს. 3. ნებაყოფლობითი შეთანხმების მხარე − საწარმო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს საქართველოს მთავრობის, მათ შორის, სამინისტროს, დახმარება ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ინდივიდუალური ღონისძიების განხორციელების მიზნით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეიმუშაოს ნებაყოფლობითი შეთანხმების მომზადების საფუძვლები და ზოგადი დებულებები. თავი VI. ენერგოეფექტურობა ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31110353713411472510621
მნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…შენობების ენერგოეფექტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა