Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 19

ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 19. ენერგოაუდიტის განხორციელება და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა მრეწველობაში

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityრისკების მართვაშერწყმა და შეძენაენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ენერგოაუდიტი არის დამოუკიდებელი ღონისძიება ან/და ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საწარმოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (რომლის ძირითადი მიმართულებაა ენერგია) ფარგლებში და რომლის მიზანია ენერგიის მოხმარების შემცირების შესაძლებლობის იდენტიფიცირება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.

2.პირველი კატეგორიის საწარმომ ყოველ 4 წელიწადში უნდა განახორციელოს სრული ენერგოაუდიტი ერთ-ერთი შემდეგი მიდგომის მეშვეობით, შესაბამისი პირობის არსებობისას: ა) თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით; ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის  მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული: ა) ენერგოაუდიტი უნდა ეფუძნებოდეს განახლებულ, გაზომვად და მოძიებად მონაცემებს ენერგიის მოხმარების შესახებ, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში − აგრეთვე დატვირთვის შესახებ; ბ) ენერგოაუდიტი უნდა ასახავდეს შენობის ან შენობების ჯგუფის, საწარმოო დანადგარებისა და ტრანსპორტის მიერ ენერგიის მოხმარების დეტალურ ინფორმაციას (პროფილებს); გ) ენერგოაუდიტის რეკომენდაცია შესაძლებლობის შემთხვევაში, მარტივი უკუგების პერიოდის მითითების ნაცვლად, უნდა მოიცავდეს სასიცოცხლო ციკლის ღირებულების ანალიზს, რათა შესაძლებელი იყოს გრძელვადიანი დანაზოგის, გრძელვადიანი ინვესტიციის ნარჩენი ღირებულებისა და საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინება.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შეიძლება დადასტურდეს პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის ანგარიშის, გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატის ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატის სამინისტროსთვის წარდგენით. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებული უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტებული იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული პირის მიერ. 4 1 . ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადების უფლება აქვს აკრედიტებულ იურიდიულ პირს (იგი უნდა მომზადდეს სტანდარტის − ISO/IEC 17021-ის შესაბამისად) ან/და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სათანადო სფეროში აკრედიტებული პერსონალის სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირს, ხოლო ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატს ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატს გასცემს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის სფეროში აკრედიტებული იურიდიული პირი.

5.პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლი წარუდგინოს სამინისტროს და განხორციელებული ენერგოაუდიტის შესახებ მონაცემები შეინახოს სულ მცირე 10 წლის ვადით.

6.პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატი ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატი. აღნიშნულ სერტიფიკატს უნდა დაერთოს ანგარიში. ამ ანგარიშში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებიც უნდა იყოს მოცემული. აღნიშნული ანგარიშის მომზადება ენერგოაუდიტის ჩატარების წესით განისაზღვრება.

7.ეკეგ ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები) წამახალისებელი პროგრამების დანერგვას ენერგოაუდიტებისა და ენერგოაუდიტების შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

8.სამინისტრო შეიმუშავებს პროგრამებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

9.საწარმო, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია სამინისტროს პლატფორმის მეშვეობით ან წინასწარ შეთანხმებული სხვა მეთოდით ყოველწლიურად, სამინისტროს მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ანგარიში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ. აღნიშნული წესით განისაზღვრება აგრეთვე ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშების სამინისტროსთვის წარდგენის ვადები და პირობები.

10.სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ენერგოაუდიტის ჩატარების წესს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

რედაქციების შედარება

1. ენერგოაუდიტი არის დამოუკიდებელი ღონისძიება ან/და ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საწარმოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (რომლის ძირითადი მიმართულებაა ენერგია) ფარგლებში და რომლის მიზანია ენერგიის მოხმარების შემცირების შესაძლებლობის იდენტიფიცირება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება. 2. პირველი კატეგორიის საწარმომ ყოველ 4 წელიწადში უნდა განახორციელოს სრული ენერგოაუდიტი ერთ-ერთი შემდეგი მიდგომის მეშვეობით, შესაბამისი პირობის არსებობისას: ა) თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით; ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის  მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული: ა) ენერგოაუდიტი უნდა ეფუძნებოდეს განახლებულ, გაზომვად და მოძიებად მონაცემებს ენერგიის მოხმარების შესახებ, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში − აგრეთვე დატვირთვის შესახებ; ბ) ენერგოაუდიტი უნდა ასახავდეს შენობის ან შენობების ჯგუფის, საწარმოო დანადგარებისა და ტრანსპორტის მიერ ენერგიის მოხმარების დეტალურ ინფორმაციას (პროფილებს); გ) ენერგოაუდიტის რეკომენდაცია შესაძლებლობის შემთხვევაში, მარტივი უკუგების პერიოდის მითითების ნაცვლად, უნდა მოიცავდეს სასიცოცხლო ციკლის ღირებულების ანალიზს, რათა შესაძლებელი იყოს გრძელვადიანი დანაზოგის, გრძელვადიანი ინვესტიციის ნარჩენი ღირებულებისა და საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შესაძლებელია დადასტურდეს საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განხორციელების ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ დამოუკიდებელი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის სამინისტროსთვის წარდგენით. [ 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შეიძლება დადასტურდეს პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის ანგარიშის, გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატის ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატის სამინისტროსთვის წარდგენით. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებული უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტებული იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული პირის მიერ. 4 1 . ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადების უფლება აქვს აკრედიტებულ იურიდიულ პირს (იგი უნდა მომზადდეს სტანდარტის − ISO/IEC 17021-ის შესაბამისად) ან/და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სათანადო სფეროში აკრედიტებული პერსონალის სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირს, ხოლო ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატს ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატს გასცემს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის სფეროში აკრედიტებული იურიდიული პირი. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] 5. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლი წარუდგინოს სამინისტროს და განხორციელებული ენერგოაუდიტის შესახებ მონაცემები შეინახოს სულ მცირე 10 წლის ვადით. 6. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და ფორმალური და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ ანგარიში. ამ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებიც. 7. ეესგ ითვალისწინებს წამახალისებელი პროგრამების დანერგვას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგოაუდიტებისა და ენერგოაუდიტების შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. [ 6. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატი ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატი. აღნიშნულ სერტიფიკატს უნდა დაერთოს ანგარიში. ამ ანგარიშში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებიც უნდა იყოს მოცემული. აღნიშნული ანგარიშის მომზადება ენერგოაუდიტის ჩატარების წესით განისაზღვრება. 7. ეკეგ ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები) წამახალისებელი პროგრამების დანერგვას ენერგოაუდიტებისა და ენერგოაუდიტების შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] 8. სამინისტრო შეიმუშავებს პროგრამებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 9. საწარმო, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია სამინისტროს პლატფორმის მეშვეობით ან წინასწარ შეთანხმებული სხვა მეთოდით ყოველწლიურად, სამინისტროს მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ანგარიში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ. აღნიშნული წესით განისაზღვრება აგრეთვე ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშების სამინისტროსთვის წარდგენის ვადები და პირობები. 10. სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ენერგოაუდიტის ჩატარების წესს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

    Audit requirements emphasize certification status, legal compliance *and* linkage to EKG-driven initiatives.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საწარმოს რისკების მართვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • M&A დიუ დილიჯენსი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Study1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომუნალური რეგულაციების შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №7

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2024-07-11
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 20ენერგოაუდიტორები მრეწველობაში
  • 6ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა
  • 4ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 20გარემოსდაცვითი აუდიტი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 15აუდიტის ჩატარების წესი

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 9დამოუკიდებელი ექსპერტი
  • 7შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება
  • 10დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 148წლიური ანგარიში. ანგარიშების განცალკევება
  • 138ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა
  • 7სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 23¹შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2023¹151481387971063020419
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…გარემოს დაცვის შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…შენობების ენერგოეფექტუ…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო შიდა ფინანს…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო