ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 148. წლიური ანგარიში. ანგარიშების განცალკევება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ენერგეტიკული საწარმო, მიუხედავად მისი მესაკუთრეობისა ან სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს, აუდიტორს დასამოწმებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ფინანსური ანგარიში.

2.ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელსაც არ აქვს წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების კანონით დადგენილი ვალდებულება, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშის ასლის შენახვა სათავო ოფისში და მოთხოვნის შემთხვევაში მისი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მიწოდება.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი და შესაბამის შემთხვევაში გადამცემი სისტემის მესაკუთრე დისკრიმინაციის, ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად ვალდებული არიან შიდა საბუღალტრო აღრიცხვისას გადაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის იქონიონ განცალკევებული ანგარიშები. ანგარიშში აღინიშნება გადამცემი სისტემის საკუთრების შედეგად მიღებული შემოსავალი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეუზღუდავად ყველა ენერგეტიკული საწარმო ვალდებულია ენერგეტიკული და შესაბამის შემთხვევებში არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია.

5.ენერგეტიკული საწარმოს შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი სხვა საკითხებთან ერთად ამოწმებს დისკრიმინაციისა და ჯვარედინი სუბსიდირების დაუშვებლობის შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესრულებას.

7.ამ მუხლის მოქმედება შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით ასევე ვრცელდება სხვა რეგულირებულ საწარმოებზე, მათ შორის, წყალმომარაგების ლიცენზიატზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ენერგეტიკული საწარმო, მიუხედავად მისი მესაკუთრეობისა ან სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს, აუდიტორს დასამოწმებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ფინანსური ანგარიში. 2. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელსაც არ აქვს წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების კანონით დადგენილი ვალდებულება, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშის ასლის შენახვა სათავო ოფისში და მოთხოვნის შემთხვევაში მისი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მიწოდება. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი და შესაბამის შემთხვევაში გადამცემი სისტემის მესაკუთრე დისკრიმინაციის, ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად ვალდებული არიან შიდა საბუღალტრო აღრიცხვისას გადაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის იქონიონ განცალკევებული ანგარიშები. ანგარიშში აღინიშნება გადამცემი სისტემის საკუთრების შედეგად მიღებული შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეუზღუდავად ყველა ენერგეტიკული საწარმო ვალდებულია ენერგეტიკული და შესაბამის შემთხვევებში არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. 5. ენერგეტიკული საწარმოს შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი სხვა საკითხებთან ერთად ამოწმებს დისკრიმინაციისა და ჯვარედინი სუბსიდირების დაუშვებლობის შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესრულებას. 7. ამ მუხლის მოქმედება შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით ასევე ვრცელდება სხვა რეგულირებულ საწარმოებზე, მათ შორის, წყალმომარაგების ლიცენზიატზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1133371496165170775445656839148
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ელექტრონული კომუნიკაცი…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა